workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაუტარო მარტინესი: “ბარსელონა” უკვე წარსულია

ლაუტარო მარტინესი: “ბარსელონა” უკვე წარსულია

Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ლაუტარო მარტინესმა სამომავლო გეგმებზე და “ბარსელონასთან” დაკავშირებულ წარსულზე ისაუბრა. “ინტერის” ცენტრფორვარდი ერთი სეზონის განმავლობაში კატალონიური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო. 

“ინტერის” დატოვებას ზაფხულში არ ვაპირებ. ვაპირებ, რომ კონტრაქტი მალე გავახანგრძლივო და აქ კიდევ დიდხანს დავრჩე. 
“ბარსელონას” ერთი წლის წინ ჩემი შეძენა ნამდვილად სურდა, თუმცა მე ანტონიო კონტეს ვუთხარი: “არ ინერვიულო, მე “ინტერის” გეგმებზე ვარ კონცენტრირებული”. ასე რომ, “ინტერში” ვრჩები და “ბარსა” მხოლოდ წარსულია. 

– განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა. 

ლუის სუარესის შეცვლის მთავარი კანდიდატი ლაუტაროს შემდეგ ერლინგ ჰოლანდი გახდა. დიდი ალბათობით, ჟოან ლაპორტა პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან მალევე “დორტმუნდის” ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 27 თებ 2021, 20:08

    კაი ბიჭი ხარ, დარჩი სადაც ხარ და დარჩი შენც, როგორც წარსული.

  • Bobi
    schedule 27 თებ 2021, 18:29

    კარგია რომ არ შედგა ტრანსფერი, ახლა ჰოლანდი გამოჩნდა

  • M10 S9 D11
    schedule 27 თებ 2021, 18:25

    ძაან კაი ვაფშე არაფერში არ სჭირდები ბარსას

  • El pistolero 9
    schedule 27 თებ 2021, 17:24

    მილანელები მაგრად მიდიან სერია ა-ში.დიდი ალბათობით აახევენ ბებერ სინიორას მომდევნო სკუდეტოს.

  • rivaldo80
    schedule 27 თებ 2021, 15:55

    აუუფ აბა შენ იცი ჯგუფში ჩარჩენილი იქნები მუდააამ

  • Бакари
    schedule 27 თებ 2021, 15:18

    ციტატა: KING_BARCA
    შენღა გვაკლიხარ რა…სულ არმინდოდა ამისი ტრანსფერი…არასდროს…


    მაგარი არ მევასება, რით მოხიბლა ბარსელონა ამან მაინც ვერ გავიგე , ალბათ იმით რომ არგენტინელი ანდა მესის პონტში ))
    ერთადერთი ყველაზე კარგი ტრანსფერი იქნებოდა ჰოლანდი, ფატი-ჰოლანდი-ტრინკაუ-დემბელეს წყვილი . მესი კი ძაან მაგარია მაგრამ მაგის გარეშე უნდა მიეჩვიოს ბარსელონა ფეხბურთის თამაშს

  • KING_BARCA
    schedule 27 თებ 2021, 14:03

    შენღა გვაკლიხარ რა…სულ არმინდოდა ამისი ტრანსფერი…არასდროს…