დღეს დაანონსდა, რომ კატალონიაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები 8 მარტამდე გაგრძელდება, რასაც “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებთან პირდაპირი კავშირი აქვს, წერს Sport.
კლუბის ის წევრები, რომლებიც სხვა რაიონებში ცხოვრობენ, ხმის მისაცემად კლუბის ოფისში მისვლას ვერ შეძლებენ – გადაადგილებისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო, რომელსაც, TV3-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობა არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს არ მისცემს.
შესაბამისად, ელექტორატის ამ ნაწილს ხმის მიცემა ერთადერთი გზით შეეძლება, რაც ფოსტის გამოყენებას გულისხმობს, ამ სერვისით სარგებლობის მოთხოვნის ბოლო ვადა კი დღესაა. ხმის ამ ფორმით მისაცემად უკვე თითქმის 23 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული.
როგორც ცნობილია, არჩევნები 7 მარტს ჩატარდება, კანდიდატები კი ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა იქნებიან.
იმედია ისევ არ გადაიდება არჩევნებიი. მადრიდი რატო მისცემს ნებას ? აწყობს კატალონიაში ასეთი არეულობა როარის და ბარსელონა უპრეზიდენტოდ რაც მეტ ხანს იქნება რეალის წისქვილზე ასხამს წყალს
მადრიდული მტავრობა კრძალავს ბარსას რეზიდენტის არჩევნებს, ერთ პირობას აყენებს როგორც ჩანს: ლაპორტამ უნდა მოხსნას კანდიდატურა
ვერ ეღირსებიან
რაღაცას მაიმუნობენ ესენი, რაც ძალიან არ მომწონს. პანდემიას იშველიებენ, ჩვენი მთავრობის არ იყოს.
ყველაფერს აკეთებენ ოღონდ რაც შეიძლება გვიან ჩატარდეს, ეს ტუსკეტსიც აშკარად ბართომეუს მეგობარია 😆
ტუსკეტს რა უნდა უყო ახლა ამის მერე.ერთადერთი მოვალეობა მისი არჩევნების დანიშვნა იყო და ტიპმა სკამზე თავი დაიწება რასაც ქვია
ამათმა ხო ტვინი … რა! ბარსელონააა თუ … რით ვერ ჩაატარეს ფუი
ლაპორტა მოიგებს ყველა ვარიანტში
მოკლედ ცდას არ აკლებენ და მაგრად ჩალიჩობენ რომ არჩევნებს ხელი შეუშალონ და ვერ ვხვდები რატომ აქვთ იმედი რომ ამით ლაპორტას გამარჯვებას ხელს შეუშლიან.