ლონდონის “არსენალის” 25 წლის ესპანელმა მცველმა, ექტორ ბელერინმა, შესაძლოა, ზაფხულში კლუბი დატოვოს. ფეხბურთელი აღნიშნულის თაობაზე “მეთოფეების” მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტასაც შეუთანხმდა, იტყობინება ESPN.
ესპანელს “არსენალის” დატოვება გასულ წელსაც სურდა, როდესაც მისი შეძენით “ბარსელონა” და “პარი სენ-ჟერმენი” ინტერესდებოდნენ, თუმცა არტეტა ფეხბურთელს შეჰპირდა, რომ თუ კლუბში კიდევ ერთი სეზონი დარჩებოდა, მას 2020/2021 სეზონის დასრულების შემდეგ გაუშვებდა. ამ დროს “ბარსელონამ” და “პარი სენ-ჟერმენმა” სერჟინიო დესტი და ალესანდრო ფლორენცი შეიძინეს, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდები კვლავ ბელერინს მიუბრუნდებიან.
ბელერინი “ბარსელონას” აღზრდილია, ესპანელი 2003-2011 წლებში “ბლაუგრანას” აკადემიაში ირიცხებოდა.
ამას, როცა ეხვეწებოდნენ თავი დაიფასა, ახლა ჩამოფასებული საქონელია.
ტრავმიანი რო არ იყოს, სწრაფია, აქვს კლასიც, დაცვაში სუსტი მარა შეტევაში ძლიერი ასე თუ ისე, თან გუნდის აღზრდილი. უბრალოდ რობერტოს გაყიდვა გამორიცხულია, არ გაუშვებენ, ეს დესტიც დარჩება ეგრევე ხო არ გაუშვებენ ახალგაზრდაა, ამიტო არ გამოვა ამისი ტრანსფერი, ემერსონიც გვყავს ეგრე. ისე კი საცდელად გვინდა ახალი მარჯვენა მცველი. დესტს ან ადაპტაცია გაეწელა, ან უბრალოდ ჯერ არაა შესაბამისი დონე. მინგესასთან რატო უნდა წააგო კონკურენცია.
დესტს ძალიან გაეწელა ადაპტაციის პროცესი თორემ აღარ უნდა იყოს ამ პოზიციაზე ფეხბურთელის ხსენება.
ისე ეს სიტყვა მეზიზღება, ვინც კი ვერ გაამართლა ყველაზე ამ სიტყვას ხმარობენ მგონი და ადაპტაციის სირთულეს აბრალებენ
ძირითადის მოთამაშე მაინც იყო, ასე ადვილად რო უშვებენ? თუ იცილებენ.
თუ უფასოდ ტოვებს ჩვენი რა მიდის. გამოცდილიც არის და ეს და დესტი იქნება მარჯვენა ფლანგზე და რობერტა ავა ნახევარდაცვაში.
ამას ისევ ემერსონის დაბრუნება ჯობია
მოაშორეთ აქედან ეს პრახადნოი დვორი მასეთი რობერტოც გვყოფნის ცარიელი სისწრაფეა და მეტი არაფერი პლიუა მაგარი შუშაა
ეს მაგარი სწრაფი მცველია.თან ბარსას აღზრდილი,მაგრამ ტრავმიანია ძაან