კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა ამ პარასკევს ტონზილიტის ოპერაცია გაიკეთა…
ბოლო რამდენიმე თვეა პედროს გლანდებზე პრობლემები აწუხებს. საბოლოოდ კი კარანის კუნძულელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა ყველაფერი ქირურგიული ჩარევით დაესრულებინა. ცოტა ხნის წინ, პედროს დაავადება გაუმწვავდა, რამაც მას დისკომფორტი შეუქმნა. მან ოპერაცია პარასკევს ჩაიტარა და სავარაუდოდ, “ბარსელონას” 17 ნომრიანი მაისურის მფლობელი 18 ივლისამდე გამოჯანმრთელდება.



