ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალ მადრიდი” ფაბრეგასისთვის ბრძოლაში ჩაება

“რეალ მადრიდი” ფაბრეგასისთვის ბრძოლაში ჩაება

 

მადრიდული “რეალი” მზადაა ფაბრეგასისთვის ბრძოლაში ჩაებას, – იტყობინება SkySports…

 

“რეალ მადრიდის” მესვეურები მზად არიან ლონდონის “არსენალის” კატალონიელ კაპიტნისთვის, ცესკ ფაბრეგასისთვის იბრძოლონ. ინფორმაციის წყაროს ცნობით, მადრიდელები ამის შესახებ უკვე დაუკავშირდნენ მეთოფეებს. “ბლანკოსი” ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრს 50 მილიონ ევროდ აფასებს.

 

მოგეხსენებათ ფაბრგასისთვის უკვე მესამე წელია, რაც კატალონიური “ბარსელონას” იბრძვის, თუმცა ბლაუგრანელები და მეთოფეები ჯერაც ვერ შეთანხმებულან ფეხბურთელის ფასზე. როგორც ყველამ იცის, ცესკს ახლა “ბარსაში” თამაში სურს, რასაც თავადაც არ მალავს. ლონდონელებს “მადრიდის” შემოთავაზება აწყობს, ფაბრეგასს კი ის გუნდი, რომლის შემოთავაზებაც ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებს მომგებიანად არ ეჩვენებათ…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში