წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 25 თებერვალს მოხდა.
თამაშები
25 თებერვალს “ბარსელონას” 16-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1912 წელი
კატალონიის ჩემპიონატში “ბარსელონამ” იმ დროისთვის ყველაზე პრინციპული მეტოქე “კატალა” სტუმრად 9-0 გაანადგურა. “ბლაუგრანაში” დებიუტი ჰქონდა 15 წლის პაულინო ალკანტარას, რომელმაც 3 გოლი გაიტანა. ის ოფიციალურ მატჩში “ბარსელონას” ყველაზე ახალგაზრდა მეგოლის სტატუსს დღემდე ინარჩუნებს (იმ დროს კატალონიის ჩემპიონატი ოფიციალური ტურნირი იყო).
1971 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო პინილია. 1989-1992 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 14 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
1973 წელი
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული “ელ კლასიკო” 0-0 დასრულდა.
1984 წელი
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული “ელ კლასიკო” “ბარსელონამ” 1-2 წააგო. ხუანიტოსა და სანტილიანას გოლებს სტუმართაგან დიეგო მარადონამ უპასუხა.
2001 წელი
“სოსიედადთან” 3-0 მოგებულ მატჩში პეპ გვარდიოლამ ლა ლიგაში “ბარსელონას” მაისურით 250-ე თამაში ჩაატარა. ეს შეხვედრა ლა ლიგაში 350-ე იყო “ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელისთვის, აბელარდოსთვის.
გვარდიოლა როგორ ჭკვიანურადაც თამაშობდა, ისევე ჭკვიანურად ათამაშებს გუნდს. სიტის ყურება ერთი სიამოვნებაა, ნეტა ეს დააბრუნონ და არვიცი რა, ამაზე მეტი არაფერი აღარ მინდა.
საქართველოსთვის კი შავი დღე.
კლასიკოსთვის არ ყოფილა კარგი დღე 😁💙❤️
ისეთი არაფერი მომხდარა ამ დღეს. გვარდიოლას თამაშს თუ გამოვყოფთ ალბათ❤️