“ელჩესთან” დაპირისპირებამდე კატალონიის “ბარსელონას” თავკაცი, რონალდ კუმანი პრესკონფერენციას მართავს:
ხვალ ჩვენი მოწინააღმდეგე მოედანზე თავდაჯერებული გამოვა. მატჩის ბედი ჩვენზეა დამოკიდებული.
ვიცით, რომ ინდივიდუალური შეცდომების გამო ბევრი ქულა დავკარგეთ, თუმცა ერთი ადამიანის დადანაშაულება უსამართლობა იქნებოდა.
ლანგლე? მას დილით ვესაუბრე – ძალიან სერიოზული და პროფესიონალი ფეხბურთელია.
ჰოლანდი და მბაპე? ახლა სატრანსფერო ამბებზე სასაუბროდ სწორი დრო არ მგონია. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება.
თუ “ბარსას” ფეხბურთელი ხარ, გიწევს, რომ ყველაფრის მოსაგებად იბრძოლო. სეზონის მნიშვნელოვანი პერიოდია და ენერგიის პოვნა სწორედ ახლა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ქულების დაკარგვით უკმაყოფილო ვარ.
არაუხო? ნელ-ნელა მისი მდგომარეობა უმჯობესდება. ჯერჯერობით, თერაპევტთან ერთად განცალკევებით ვარჯიშობს. უნდა მოვიცადოთ – მომდევნო ოთხშაბათს ვნახავთ, როგორ იქნება.
“სევილიას” წინააღმდეგ მატჩის ჩატარება სახლში, გულშემატკივრების გარეშე გვიწევს. უნდა გავიაზროთ, რომ მარტივი შეხვედრა არ იქნება.
ვფიქრობ, “პარი სენ-ჟერმენთან” ნაჩვენებმა თამაშმა გული გვატკინა, თუმცა ჩვენ “ბარსა” ვართ და ამ კლუბში ყოფნის გამო უნდა ვამაყობდეთ.
ყველამ იცის, რომ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. მიმაჩნია, რომ გამოცდილმა ფეხბურთელებმა და გუნდის ლიდერებმა პოზიტიური ატმოსფერო უნდა შექმნან.
ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბევრ შანსს ვაძლევ. ახლა სწორი მომენტი არ არის, რომ აკადემიიდან მცირე ასაკის მოთამაშეები დავიმატოთ – ამჟამად გამოცდილი ხალხი გვჭირდება.
ჩვენი პრობლემა შექმნილი შანსების განიავებაა. მოთამაშეებს უფრო მეტად ეფექტურ ასპარეზობას ვთხოვ.
როგორ ვარ? ახლა კარგად, თუმცა “კადისთან” მატჩის შემდეგ თავს ცუდად ვგრძნობდი – მიმაჩნდა, რომ პასუხისმგებელი მე ვიყავი.
ფეხბურთელების გაკრიტიკება? ჩემი საქმე თამაშის ანალიზი და შედეგების ფეხბურთელებისათვის გაცნობაა. ინდივიდუალური შეხვედრები გვაქვს, რომ ყველას შეცდომა კარგად ავუხსნა. მედიაში მათი გაკრიტიკება არ მიყვარს.
ინდივიდუალური შეცდომები? ამ სახის შეცდომები ქულებს გვაკარგვინებს. სამწუხაროა, როდესაც ერთბურთიანი სხვაობით იგებ და მატჩს უკანასკნელ წუთებზე კარგავ. ხანდახან, ძალიან არ გვიმართლებს.
მაკლია, თუ არა მოედანზე ლიდერები? ასე არ ვფიქრობ. სერჟი რობერტო, ჟორდი ალბა და, განსაკუთრებით, ლეო მესი მინდორზე ლიდერულ თვისებებს ავლენენ.




ცოტაც მოვითმინოთ კულეებო, მალე მოვა 7 მარტი.
ეს კიდევ თავს იზღვევს? მე მგონი თვითონ არ ჯერა მოგების და ფეხბურთელებს რა უნდა დაავალოს.
რობერტო მინდორზე არ ყოფილა რამდენი ხანია და ლიდერული თვისებები სად დაინახა ნეტავ
დიპლომატობა აგერჩია ჯობდა, ვიდრე მწვრთნელობა.
“ყველამ იცის, რომ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. მიმაჩნია, რომ გამოცდილმა ფეხბურთელებმა და გუნდის ლიდერებმა პოზიტიური ატმოსფერო უნდა შექმნან.”. მესი მაგარ ატმოსფეროს შეგიქმნის კიი.. ჩვენი კაიპატანი:დდდ თამაშის დროს სიტის კონტრაქტის გარჩევა თუ არ დაიწყო კიი შეგიქმნის.
ლანგლე ყოფილა პროფესიონალი და სერიოზული ფეხბურთელი,პირველი მაგის პროფესიონალიზმის რა ვთქვი მე, მეორე ფეხბურთელის მეტი ყველაფერია და მესამე ერთი ეგ არის პროფესიონალი ფეხბურთელი და მეორე შენ პროფესიონალი მწვრთნელი.
"ლანგლე? მას დილით ვესაუბრე – ძალიან სერიოზული და პროფესიონალი ფეხბურთელია."
😁😁 ლანგლე პროფესიონალი ფეხბურთელიაო😁😁 გაეკრიტიკებინა ან ვაფშე რამე არ ეთქვა ჯობდა😁
აბა შენ იცი ხვალაც დააკარგვინე ქულები გუნდს
ფაქტია აღარ აქვს ამ გუნდის იმედი.. ისტორიაში (ბოლო 20 წლის მიანც) ყველაზზე სუსტი ფარჩაკი და მტირალა გუნდია დღევანდელი ბარსელონა.
ი,, ნა,,, შვილო შენ ხარ პიტალო,რაც მალე გაგადებს ფონტი მითუკეთესი ჩვენთვის
ძალიან მოკლე კონკრეტული პასუხები მოწმობს, რომ მობეზრდა თავის მართლება. მალე აქეთ გადმოვა შეტევაზე.
მაყურებლის გარეშე თამაში ყველასთვის რთულია, მაგრამ სხვა გუნდები თუ მიეჩვივნენ ასეთ ატმოსფეროში თამაშს თქვენ რა ჭრელი პეპლები ხართ ნეტა?! კუმანს საუბარშიც ეტყობა უკვე რომ აცმას ელოდება. პირველ ციტატაშივე ჩანდა ამის მოტივაციაც და შემართებაც.