workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო: პსჟ-სთან მარცხმა დაგვანახა, რომ “ბარსა” საკმარისად ძლიერი არაა

რივალდო: პსჟ-სთან მარცხმა დაგვანახა, რომ “ბარსა” საკმარისად ძლიერი არაა

Betfair-ის ტრადიციულ რუბრიკაში რივალდომ “ბარსელონას” მიერ პსჟ-სთან განცდილი მარცხი შეაფასა და კლუბის ზოგად მდგომარეობაზე ისაუბრა.

“ნათელია, რომ “ბარსას” პსჟ-სთან მძიმე დღე ჰქონდა. თუმცა, ამან ასევე დაგვანახა, რომ ამჟამად გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე საბრძოლველად საკმარისად ძლიერი არაა.”

“ბევრი კამათობს, რომ რონალდ კუმანს ჟერარ პიკე ამდენხნიანი პაუზის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში არ უნდა დაეყენებინა, მაგრამ მე ამაში მთავარ მწვრთნელს ვერ დავადანაშაულებ. “ბარსელონას” პიკეს ჩასანაცვლებლად კარგი ფეხბურთელები არ ჰყავს, ამიტომ კუმანმა ლოდინის ნაცვლად, მისი სასწრაფოდ გამოყენება გადაწყვიტა.”

“ეს სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ “ბარსელონას” წამყვანი ფეხბურთელების არყოფნის დროს, მათ შესაცვლელად ღრმა შემადგენლობა არ ჰყავს. პსჟ-ს შემთხვევაში კი საპირისპირო მოვლენას ჰქონდა ადგილი. ნეიმარისა და დი მარიას ტრავმების მიუხედავად, მათ მაინც მძლავრი თერთმეტეული გამოიყვანეს მინდორზე.”

საშინაო კედლებში 1-4 დამარცხების შემდეგ, “ბარსა” საპასუხო შეხვედრას 10 მარტს გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 20 თებ 2021, 13:03

    "პსჟ-სთან მარცხმა დაგვანახა, რომ "ბარსა" საკმარისად ძლიერი არაა"
    გენიოსია ეს ჩათ–ხი, აი ამას კაცი ვერ მიხვდებოდა ამას რო არ ეთქვა.

  • nikusha
    schedule 20 თებ 2021, 00:28

    მოკლედ გასაწმენდია გუნდი, სხვანაირად არაფერი გამოვა.

    გასაშვებია: ბრაითვაიტი, პუჩი (იჯარა), ნეტუ, კოუტინიო, უმტიტი, ფირპო, მირანდა, ტოდიბო, მუსა ვაგე.
    მოსასვლელია: დეპაი, აგუერო, ერიკ გარსია, ალაბა (თუ რეალს არ ყავს დაბევებული), ბერნანტი, ოჩოა (ნეტუს შემცვლელად იდეალურია თან ძვირი არ დაჯდება)
    დასაბრუნებელია: ალენია, ო.ბუსკეტსი, ემერსონი.
    დასაწინაურებელია: მინგესა, კოლიადო, მორიბა, დე ლა ფუენტე.
    მესი უნდა დარჩეს!

    ძირითადი:

    ტერ შტეგენი
    დესტი-პიკე-არაუხო/ერიკ გარსია-ალბა
    დე იონგი-პიანიჩი-პედრი
    მესი-აგუერო-დეპაი

    სათადარიგოთა სკამი:

    ოჩოა
    ემერსონი-მინგესა-ლენგლე-ბერნანტი
    მორიბა-ბუსკეტსი/ო.ბუსკეტსი-ალენია
    ტრინკაო-ანსუ ფატი/კორნალდ ლა დე ფუენტე-კოლიადო

    მწვრთნელი: ჩავი/ტენ ჰააგი

  • me da barca
    schedule 19 თებ 2021, 22:27

    უფიქრია ამას.