“პარი სენ-ჟერმენი” მესის გადასაბირებლად არც ფინაანსებს და არც ზოგად სპეკულაციებს დააკლებს. ახლო წარსულში მათი მხრიდან აქტიური ზეწოლის მიუხედავად, Eurosport იუწყება, რომ ლეოს ტრანსფერზე გადართვამდე, მათ ჯერ სხვა მიზნები ამოძრავებთ.
პარიზელებს ჯერ “ევერტონიდან” მოიზე კინის საბოლოოდ გამოსყიდვა სურთ, შემდეგ კი – “ტოტენჰემიდან” დელე ალის დამატება. ასევე სურთ, რომ მაღალი ხელფასის შეთავაზებით “რეალიდან” სერხიო რამოსი გადაიბირონ, რომელსაც ახლა კონტრაქტის გამო მადრიდელთა ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს.
როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში თუ მესი “ბლაუგრანას” დატოვებას გადაწყვეტს, მისი გაფორმება მხოლოდ ორ გუნდს შეეძლება, პსჟ-ს და “მანჩესტერ სიტის”. “ქალაქელთა” სამოქმედო გეგმა ფრანგული მხარისაგან განსხვავებით, გაცილებით მშვიდი და ოპერატიულია.




სიტის და პსჟს განსაკუთრებით პსჟს სხვა საქმე არ აქვთ?ჰოდა ლაპორტამ ისეთი რამე უნდა მოიფიქროს რომ ლეოც ადგეს და არც ერთი არც მეორეო თქვას და დარჩეს ბარსელონაში რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ეს თემა.გაღუნეს ტვინი.
მოიზე კინმა გაუტანა წინა ტურში სიტის.
შემოვდივარ წინადადებით, სადაც მესი+პსჟ ეს ორი სიტყვის კომბინაცია იქნება, იქ უნდა ცენზურა ჩაირთოს, უკვე მეტისმეტია
შეურაცხმყოფელია კლუბისათვის
პსჟ მესის არა, მაგრამ მიიღებს დიდ ცენზურას.
პრიორიტეტების დასახვაში რა კარგები ყოფილან