ESPN-ის ცნობით, The Sun-ის სტატიას, რომელშიც “მანჩესტერ სიტის” მიერ ლიონელ მესისთვის შეთავაზებული ახალი კონტრაქტის დეტალებზეა საუბარი, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელების განაწყენება მოჰყვა.
“სიტის” მესისთვის შეთავაზებით არ მიუმართავს, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” კაპიტანს მოქმედი კონტრაქტის პირობების მიხედვით სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება უკვე აქვს. მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს და მანჩესტერელები არგენტინელს მხოლოდ მაშინ დაუკავშირდებიან, როცა ის “ბარსას” დატოვების გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.
პრესის ინფორმაციით, მესის, რომელსაც “ბარსელონადან” წასვლა ზაფხულში სურდა, შემდეგ კი დარჩენა იმის გამო გადაწყვიტა, რომ კლუბთან სამართლებრივი დავის დაწყება საჭირო არ გამხდარიყო, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს. სავარაუდოდ, ის ახალი პრეზიდენტის არჩევას დაელოდება.

არც ისე ბევრი დრო დარჩა, 4 თვე ისე გაირბენს ვერც შევამჩნევთ და ლეოც ალბათ სულ ფიქრობს ამ თემაზე, სხვა რაღა აქვს საფიქრალი.
არჩევნების მერე გადაწყვეტს ყველაფერს.
ამან პსეჟესთან ისე ისეირმა სტადიონზე გადააფიქრებინა ყველას მგონი
მე პირადად კიდევ ერთ ლიგის თასს ველი მისგან და ვის თუ არა ლაპორტას ყველაზე კარგად ესმის ამ ეტაპზე როგორ შექმნას საამისო პირობები
რას ათაამაშებენ ეგენი კიდე ერთ ადგილს?! თუ უნდათ თქვან და მორჩა. ვინ შეეცილებათ მაგათ?! ვინ გადაიხდის იმდენს რამდენსაც ეგენი აპირებენ?! ვერავინ! პესეჟე ისედაც გამორიცხულია მემგონი.
არსად არ წავა🙃ლაპორტა მოვა პრეზიდენტად,მცველს და ფორვარდს დაითრევს,ნორმალურ მწვრთნელსაც და ლეოც აწევს კიდევ ლიგის თასს😉