ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 19 თებერვალი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 19 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 თებერვალს მოხდა.

თამაშები

19 თებერვალს “ბარსელონას” 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1911 წელი

კატალონიის ჩემპიონატზე “ბარსელონამ” “ესპანიოლი” 6-0 გაანადგურა. გოლები პერსი უოლასმა (3), ფორნსმა, გვარდიოლამ და ჩარლზ უოლასმა გაიტანეს.

1930 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ტომას ერნანდეს “მორენო”. 1952-1956 წლებში “ბლაუგრანას” მაისურით მან 81 თამაში ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.

1933 წელი

ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში “ბარსელონა” “არენას დე გუეჩოსთან” 1-5 განადგურდა. სტუმართაგან გოლი მარტიმ გაიტანა.

1950 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ესპანიოლი” 5-0 გაანადგურა. 4 გოლი სესარმა გაიტანა, ხოლო ერთხელ თავი ნიკოლაუმ გამოიჩინა.

1977 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა. 2006-2008 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 80 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

1994 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ოსასუნა” 8-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები რომარიომ (3), კუმანმა (2), ამორმა, კიკემ და სტოიჩკოვმა გაიტანეს.

2012 წელი

“ვალენსიასთან” 5-1 მოგებულ შეხვედრაში, რომელიც მესისთვის ლა ლიგაში მე-200 თამაში გამოდგა, არგენტინელმა თავი 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

2017 წელი

“ლეგანესთან” საშინაო შეხვედრაში (2-1) ანდრეს ინიესტამ ლა ლიგაში მე-400 თამაში ჩაატარა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • nika 54
    20 თებ 2021, 14:01

    2012 წელი
    "ვალენსიასთან" 5-1 მოგებულ შეხვედრაში, რომელიც მესისთვის ლა ლიგაში მე-200 თამაში გამოდგა, არგენტინელმა თავი 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
    რა დრო იყო, ლეო რო უბურთოდ არ ტოვებდა მოედანს.

  • C.PC5
    19 თებ 2021, 11:09

    ვალენსი რამდენჯერ იხმარა ლეომ😂 ამ ბოლოს გვიჭირს ოღონდ ძაან😞

  • Anssumane
    19 თებ 2021, 11:02

    თუ მესი მაინც მიდის და უსაშველოა მბაპეში გაცვალონ

  • me da barca
    19 თებ 2021, 10:52

    არც ისე ცუდი დღე ყოფილა 19 თებერვალი ბარსასთვის.