“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ლუის გარსია, Goal-თან ინტერვიუში რონალდ კუმანზე საუბრობს. მისი თქმით, ნიდერლანდელი სპეციალისტი “ბარსას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას თავს კარგად ართმევს.
ვფიქრობ, კუმანი ფანტასტიკურად მუშაობს. ის ცდილობს, ახალი სისტემა დანერგოს და გუნდი ახალი ფეხბურთელებით დააკომპლექტოს, რისთვისაც დრო უნდა მივცეთ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენიმე ძალიან კარგი თამაში ვნახეთ, განსაკუთრებით კი დემბელესა და პედრის შესრულებით. ეს უკანასკნელი “ბარსელონასთვის” შესანიშნავი შენაძენია.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენიმე ძალიან კარგი თამაში ვნახეთ, განსაკუთრებით კი დემბელესა და პედრის შესრულებით. ეს უკანასკნელი “ბარსელონასთვის” შესანიშნავი შენაძენია.
– აცხადებს გარსია.
ლუის გარსია “ბლაუგრანას” აკადემიის აღზრდილია. ის ძირითად გუნდში 1998 წელს, შემდეგ კი 2003/04 წლების სეზონში თამაშობდა, კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი (2004-07) კი “ლივერპულში” გაატარა.



ხუმრობს?
კუმანმა რომც ვერ გაამართლოს მაინც ბევრი დადებითი რაღაც ქნა🙃ნელ-ნელა გაახალგაზრდავა გუნდი,დესტი არაუხო მინგესა პედრი მორიბა…გრიზმანიც ცოტა მოხოდა,ლაპორტა მოვა პრეზიდენტად,ამ სეზონს ჩაამთავრებინებს და მერე ვინმე ტოპ მწვრთნელს მოიყვანს უეჭველი და ცენტრალურ მცველს და ფორვარდსაც დაითრევს❤️
ფანტასტიკურად მუშაობს კეე
როგორი მოწადინებულია რომ ბარსელონაში დაბრუნდეს ამიტომაც აქებს იმედი აქვს და ფიქრობს ასე გაინაღდებს ბარსელონაში დაბრუნებას.ჭკვიანური მოფიქრებაა ვერაფერს იტყვი.

დაუწყო კუდის ქიცინი?
ფანტასტიკურიდან ჯერ ძალიან შორსაა კუმანა ბიძია :DDD