workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი “ბეტისთან” მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი “ბეტისთან” მატჩის შემდეგ

“ბეტისთან” შემობრუნებული მატჩის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ჟურნალისტებთან საუბრობს:

შეხვედრის მეორე ნახევრით ბედნიერი ვარ, პირველ ტაიმში ცოტა შენელებულად გამოვიყურებოდით.
ტრინკაუ? მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. პორტუგალიელი მონდომებით შრომობს, ახალგაზრდაა და სასწავლი ბევრი აქვს.
მორიგ რთულ მატში 3 ქულა მოვიპოვეთ და ეს დიდებული შეგრძნებაა. თავიდან ნელი ტემპით დავიწყეთ, მაგრამ კვლავ მოგება მოვახერხეთ, რაც უმნიშვნელოვანესია.
მოთამაშეები საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი არიან და მუდმივად შანსების შექმნას ცდილობენ. ეს დღესაც გამოჩნდა.
სამწუხაროა, რომ არაუხო დაშავდა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს.
გვსურდა, რომ მესისთვის, დე იონგისა და პედრისათვის დასვენების საშუალება მიგვეცა… პედრისა და ლეოს გამოსვლის შემდეგ კი ჩვენი თამაშის ხარისხი გაიზარდა, შემდეგ კი ვნახეთ, რაც მოხდა.
კარგი შედეგი თვითრწმენის მომატებაში გვეხმარება. სწორედ ამ გზას გავყვებით, რადგან გუნდის ხასიათი მომწონს.
არაუხის ტრავმის სიმძიმის გასაგებად მოცდა მოგვიწევს. დე იონგი მემარჯვენეა – ესაა მიზეზი, რატომაც არჩევანი მასზე შევაჩერე. დესტს დისკომფორტი აწუხებს.
რიკი პუჩისა და პიანიჩის მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს, მათ მშვენივრად ითამაშეს.
მესიმ თამაში შეცვალა – არგენტინელი მატჩში ჩაერთო და ბევრი რამ შეგვმატა. გუშინ ლეოს მის სათადარიგოთა შორის დატოვების გადაწყვეტილებაზე ვესაუბრე.
მართალია, რომ კოპა დელ რეიზე ფიქრის გამო, ფეხბურთელები დავასვენე. თუმცა, მთავარი მიზეზი მათი გადაღლაა. იანვარში 11 შეხვედრა ჩავატარეთ, მათ შორის, 10 – გასვლაზე. თანაც, ყველა მათგანი ძალიან გვიან გაიმართა…
ოთხშაბათს ჩვენ “სევილიასთან” ესპანეთის თასის ნახევარფინალური მატჩი გვაქვს. ეს უმოკლესი გზაა, რომლის გავლაც ტიტულამდე გვიწევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Albicelecte
    schedule 08 თებ 2021, 22:49

    MARADONA1968,
    თუმცა ენრიკესაც ჰქონდა ჩავარდნები და გათიშვები
    თუნდაც 0:4 ბილბაოსთან სუპერთასზე (კაი გადაღლას დავაბრალოთ სევილიასთან 5:4 მერე ჩატარებულ შეხვედრაში)
    0:4 პსჟ-თან, რომელიც ნეიმარმა შემოაბრუნა
    და ამის შემდეგ იუვესთან უშანსოდ წაგებული 0:3
    ენრიკემ არ იცოდა დაცვა, პეპმა ცუდად იცოდა დაცვა
    ვალიკომ ასე თუ ისე, იცოდა დაცვა, გაწურვა და ჩაკეტვა, მაგრამ არ იცოდა სხვა რამ
    და დაცვაში ყავდა ლენგლე, ალვეშის მაგივრად სემედო, რომლებიც მისი რჩეულები იყვნენ
    დაცვა ყველაზე უფრო კარგად იცოდა რაიკაარდმა, თუმცა სადავეები გაექცა ხელიდან, ტინგიცი ბრაზილიელი და არანორმალური კამერუნელი სიტუაციას ურევდნენ

  • nika 54
    schedule 08 თებ 2021, 20:20

    ციტატა: MARADONA1968
    გვარდის და ენრიკეს შემდეგ ბარსა დასცა ვალიკომ ბილბაოს და ბეტისის დონეზე, შედეგიც სახეზეა, მაგრამ ვალიკო ლა ლიგაში უპრობლემოდ ყველას ბრდღვინა და ლიგაზე პროცტა ფინალებში პამპერსიანი ხდებოდა.
    დღეს კუმანის აზროვნება სახიფათოა კლუბისთვის, სადააა ბარსას ფილოსოფია და სტილი?
    ბეტისთან რომ ასე გაგვიჭირდება, ეს ცუდია.
    ბეტისთან გაგვიჭირდაო უნდა თქვას ლევანტემ, ალავესმა, ოსასუნამ, კადისმა და ა.შ.
    ბარსაა? ბეტისთან? ასეთი თამაშობდეს?
    რავი რაა…
    ტრენერი არ გვყავს, არც პრეზიდენტი, ობლები ვართ, უსახლკაროები.
    და თუ დღეს ვიგებთ ეს კლასის ხარჯზე და არა ტაქტიკის, რომ მერე მიიწეროს კუმანმა


    არადა ყოფილი მცველია(ბარსას ლეგენდა მცველი) და იმენნა დაცვაში ვართ ღრმა მძღ-ში. ამ დროს ხუთი მოადგილე ყავს და მგონი სუყველა ყოფილი მცველები.

  • MARADONA1968
    schedule 08 თებ 2021, 15:52

    გვარდის და ენრიკეს შემდეგ ბარსა დასცა ვალიკომ ბილბაოს და ბეტისის დონეზე, შედეგიც სახეზეა, მაგრამ ვალიკო ლა ლიგაში უპრობლემოდ ყველას ბრდღვინა და ლიგაზე პროცტა ფინალებში პამპერსიანი ხდებოდა.
    დღეს კუმანის აზროვნება სახიფათოა კლუბისთვის, სადააა ბარსას ფილოსოფია და სტილი?
    ბეტისთან რომ ასე გაგვიჭირდება, ეს ცუდია.
    ბეტისთან გაგვიჭირდაო უნდა თქვას ლევანტემ, ალავესმა, ოსასუნამ, კადისმა და ა.შ.
    ბარსაა? ბეტისთან? ასეთი თამაშობდეს?
    რავი რაა…
    ტრენერი არ გვყავს, არც პრეზიდენტი, ობლები ვართ, უსახლკაროები.
    და თუ დღეს ვიგებთ ეს კლასის ხარჯზე და არა ტაქტიკის, რომ მერე მიიწეროს კუმანმა

  • M10 S9 D11
    schedule 08 თებ 2021, 07:37

    იმენა კრეტინია რაც ამან არაუხოს ტრამვაზე გააკეთა ეს არის კრეტინიზმი

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 08 თებ 2021, 03:30

    შენს შენელებულ აზროვნებაზე რას იტყვი?მაგ შენელებულ ტემპს კი ეშველა მეორე ტაიმში.

  • me da barca
    schedule 08 თებ 2021, 03:26

    სულ ნერვებ დაგლეჯილი ვუყურებ, შიშით თუ როდის გაგვითანაბრებენ. 2 ბურთით წინ ვერ გადიან რა.

  • C.PC5
    schedule 08 თებ 2021, 02:43

    გააგრძელეთ ბრძოლა ლა ლიგაში თორემ შენც არ მოგელის კარგი დღე😊 შემოუძახე ჩოილარებს და მიაჩვიე მესის გარეშე თამაშს თორემ ჩვენც რელივით დაგვემართება, აღარ იქნება მესი და მოგვიწევს მერე ლევანტეებთან ფორთხვა!

  • davidus2020
    schedule 08 თებ 2021, 02:27

    ასე გააგრძელეთ