workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაურისიო პოჩეტინო: მესის გაწვრთნა შესანიშნავი იქნებოდა

მაურისიო პოჩეტინო: მესის გაწვრთნა შესანიშნავი იქნებოდა

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” სათავეში მოსვლას არასდროს აპირებს, მაურისიო პოჩეტინო კატალონიური გუნდის კაპიტნის, ლიონელ მესის გაწვრთნაზე უარს არ ამბობს. 

თუ მექნება შანსი, რომ მესი გავწვრთნა, ეს შესანიშნავი იქნება. თუ ეს არ მოხდება – პრობლემა არ არის. 
მე და მესის “ნიუელსის” სიყვარული გვაკავშირებს. ამ გუნდის მაისური ორივეს მოგვირგია. ვნახოთ, როგორი იქნება მომავალი. შესაძლოა, ჩვენი გზები გადაიკვეთოს. 

– აცხადებს პოჩეტინო RMC Sports-თან. 

პოჩეტინოს “პარი სენ-ჟერმენი” მესის გადაბირებით დაინტერესებული ნამდვილად არის, თუმცა “ბარსელონას” ყოფილი და მომავალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას თქმით, ფრანგული კლუბი მიზნის სისრულეში მოყვანას კანონიერად ვერ მოახერხებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • M10 S9 D11
    schedule 02 თებ 2021, 21:20

    წადი მერე ნაკრებში აბა მესი მანდ არ მოვა

  • El pistolero 9
    schedule 02 თებ 2021, 14:47

    მერე წადი არგენტინის ნაკრებში და გაწრთვენი.იქნება კოპა ამერიკა მაინც მოაგებინო

  • nika 54
    schedule 02 თებ 2021, 14:24

    ისე ამან რა უნდა ასწავლოს ან როგორ უნდა გაწრთვნას მესი და საერთოდ გაწრთვნა რა ძაღლია. ეთქვა მაინც მესის ვინატრებდიო გუნდში, თორემ ვინ ვის გაწვრთნის ეგ კიდევ საკითხავია.

  • Konrad de la Fuente
    schedule 02 თებ 2021, 13:53

    ციტატა: C.PC5
    რამოსის წასვლა როგორც ვხვდები 99%-ით გადაწყდა უკვე. ახლა მართლა დაერხა რეალს.


    მაგ ბინძურ არაკაცს რო არ დავინახავ შვება იქნება, რაცარუნდა დიდი იგროკი იყოს მაგის საქციელები რო მახსენდება გულის რევა მინდება.

  • C.PC5
    schedule 02 თებ 2021, 13:43

    რამოსის წასვლა როგორც ვხვდები 99%-ით გადაწყდა უკვე. ახლა მართლა დაერხა რეალს.

  • riva
    schedule 02 თებ 2021, 13:31

    ამას თავი მგონი მარტლა ტოპ მწვრთნელი ჰგონიᲐ

    ამის დონის ტრენერები ბევრი გვინახავს ვილაშ-ბოაშის და აბრაჰამ გრანტის დონისაა