workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პოჩეტინო ძველ ჩვენებას უბრუნდება: “ბარსელონას” არასდროს გავწვრთნი!

პოჩეტინო ძველ ჩვენებას უბრუნდება: “ბარსელონას” არასდროს გავწვრთნი!

დიდი ჩამოუყალიბებელი კაცი ჩანს მაურისიო პოჩეტინო. ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსას” მომდევნო მეტოქის მწვრთნელმა მომავლში “ბლაუგრანას” გაწვრთნა კიდევ ერთხელ გამორიცხა.

არგენტინელი “ესპანიოლში” 9 წლის განმავლობაში მუშაობდა, შემდეგ კი ამ გუნდს 3.5 წლის განმავლობაში წვრთნიდა.

2018 წელს, “ბარსელონას” გაწვრთნასთან დაკავშირებით პოჩეტინომ განაცხადა:

მირჩევნია, არგენტინაში ჩემს ფერმაში ვიმუშავო, ვიდრეს ამ გუნდში.

გასულ წელს, როდესაც რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “ბარსა” პოჩეტინოს მიწვევას აპირებდა, არგენტინელმა განაცხადა:

შეცდომა დავუშვი, როდესაც “ბარსელონას” ჩაბარება გამოვრიცხე. გადავაჭარბე.

ახლახანს კი, RMC Sport-თან საუბრისას, პოჩეტინომ განაცხადა:

“ბარსელონას” არასდროს გავწვრთნი. ეს შეუძლებელია. ეს ჩემი ცხოვრებისეული იდეაა. “ესპანიოლთან” ჩემი კავშირი ამის საშუალებას არ მომცემს. ასევე გამორიცხულია, რომ ოდესმე “მარსელი” გავწვრთნა.

იმედია, 16 თებერვალს, “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის დროს პოჩეტინო ასეთივე ჩამოუყალიბებელი იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • El pistolero 9
    schedule 02 თებ 2021, 14:37

    პოჩეტინო კარგი მწვრთნელია.არენას გადააყოლეს რანდენიმე სატრანსფერო ფანჯარა და ხალხი არ უყიდეს ამას თორე არ მოუწევდა იქედან წამოსვლა.ტოტენჰემი ისე მიიყვანა ფინალამდე ტრანსფერი არ გაუკეთებია,მაგრამ რაღაცნაირად არ მევასება მაინც.თუ სეტიენის ბარსას მოუგო ბაიერნმა 8-2 ამის ტოტენჰემს 7-2შიგ ლონდონში აჭამა.აიაქსთან როგორ გავიდნენ ახლაც ვერ ვხვდები.სიტისთან კიდე გაუმართლათ.ფინალში კიდე ლივემ გადაურბინა.

  • RomaShelia1
    schedule 02 თებ 2021, 12:39

    ეს ბევრს რატო ტლიკინებს ვის რა უნდა ამის მწვრტნელობა აგერ ვნახოთ პსჟეს რას უზამს

  • duggu
    schedule 02 თებ 2021, 09:21

    მაგის პასუხად ხო იცი რო გლანდებში გადაგიგდებენ…. როდის მოვა ლიგის დღე რა

  • ousmane dembele 11
    schedule 02 თებ 2021, 08:29

    ახლა რათქმაუნდა არ გაწვრთნის ბარსას აცადეთ 1-2 წელი და პსჟ-დან გააგდებენ და იტყვის ბარსას გაწვრთვნა მინდაო

  • Don_Andresito
    schedule 02 თებ 2021, 01:15

    აბა ჩამოყალიბებული პოჩეტინიო სად გინახავთ? ახალგაზრდებთან მუშაობს კარგად თორე 0 ია სხვა ყველა მხრივ. ავტორიტეტიც 0 აქვს. მბაპე და ნეიმარი თავზე უზამენ მალე. ლიგის ფინალში ლოცვით გავიდა და იქაც კარში ვერ დაარტყა

  • 8-I N I E S T A-8
    schedule 02 თებ 2021, 01:13

    იოლად გამოვაგდებთ ხალიფას დარწმუნებული ვარ🙃

  • C.PC5
    schedule 02 თებ 2021, 00:57

    ერთი არავის ეკიდო რაა!! თუ არ გაწვრთნი ამ ჩემს ბეილს! არც არავინ გეხვეწება.

  • pedro rodrigez 27-17-7
    schedule 02 თებ 2021, 00:03

    ეს ალეკო ელისაშვილს რატომ მაგონებს 🙂 პრინციპში რაღა ალეკოს მთელ ოპოზიციას 🙂

  • vegassi54
    schedule 01 თებ 2021, 23:50

    არც არასდროს მოგიწვევენ,ყვარყვარეს ადგილი არ არის ბარსაში.

  • me da barca
    schedule 01 თებ 2021, 23:48

    ვერ ვიტან ასეთ ორპირ ხალხს. როცა სამსახური ქონდა, არ გავწვრთნიო. როცა დაკარგა გადავამეტეო, ახლა ისევ იგივეს ამბობს. ვის ჭირდები, ვინ შეგეხვეწა. წადი შენიი…

  • Konrad de la Fuente
    schedule 01 თებ 2021, 23:35

    ისე, პსჟ გავაგდოთ, მერე სევილია-დორტმუნდის წყვილის გამარჯვებული შეგხვდეს და ნახევარ ფინალში ვზივართ. გააჩნია ლეო როგორ ფორმაში იქნება, იქ ფატიც გვიბრუნდება. გადამწყვეტ მატჩებს გააჩნია რა დონეზე ჩავატარებთ, აი ფინალში თუ გავედით ნებისმიერს მოვუგებთ მაგაში ეჭვი არ მეპარება.

  • Konrad de la Fuente
    schedule 01 თებ 2021, 23:29

    აგერ დაგვასკდეს რამოსზე ეს პიტალო 😂

  • Always cule
    schedule 01 თებ 2021, 23:27

    ხო რას ამბობ, ჩვენ ხო გეპატიჟებით რა.
    ზოგ-ზოგიერთებს მგონი დაავიწყდათ რომ ბართომეუ აღარ არის პრეზიდენტი.

  • zarqu
    schedule 01 თებ 2021, 23:26

    მოგსტ**ვნია დედიკო <3

  • Albicelecte
    schedule 01 თებ 2021, 23:26

    რა თქმა უნდა, ბარსელონას შენ არასდროს გაგაწვრთნევინებენ

    მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელია, მაგრად არ მევასება