ამ დღეს, 1976 წლის 1 თებერვალს, ზუსტად 45 წლის წინ, ბილბაოს “ატლეტიკთნ” 2-1 მოგებულ შეხვედრაში, “ბარსელონას” ლეგენდამ, იოჰან კრუიფმა კატალონიის დროშის ფერებით გაფორმებული კაპიტნის სამკლავური პირველად მოირგო.
კაპიტნის სამკლავური, რომელის ესპანეთში პირველად 1974/75 წლების სეზონში დაინერგა, არის ის ნიშანი, რაც კაპიტანს დანარჩენი ფეხბურთელებისგან განასხვავებს. “ბარსას” იმდროინდელი კაპიტანი, ანტონი ტორესი თეთრ სამკლავურს ატარებდა.
ამავე სეზონში, 1974 წლის 1 დეკემბერს, “მფრინავ ჰოლანდიელს” კაპიტნობა პირველად უბოძეს. შემდეგ სეზონში კი ნიდერლანდელი მოედანზე გამოვიდა კაპიტნის სამკლავურით, რომელზეც კატალონიის დროშის ფერები გახლდათ დატანილი, ვინაიდან, ხელმძღვანელობა ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა, რომ კლუბს ეროვნული იდენტობა ყველასთვის ეჩვენებინა. მოგეხსენებათ, დღეს ლეო მესისაც იდენტური სამკლავური უკეთია.
როგორც იცით, ადრე ამ ყველაფერს გენერალი ფრანსისკო ფრანკო უშლიდა ხელს. 1975 წლის ნოემბერში, მისი გარდაცვალების შემდეგ, ესპანეთი დემოკრატიისკენ რთულ გზას გაუდგა. “ბლაუგრანამ”, პრეზიდენტ აგუსტი მონტალ კოსტას ხელმძღვანელობით, ლიბერალური და კატალონიური სენტიმენტების გამოხატვის საშუალება, რომელიც მათ გულში მუდამ იყო, ხელიდან არ გაუშვა.
1975 წლის 21 ივლისს, ფრანკოს სიცოცხლეშივე, კლუბმა კატალონიური აღადგინა, როგორც დაწესებულების ოფიცილური ენა. თუმცა, 28 დეკემებრს, “ელ კლასიკოს” მიმდინარეობისას, კატალონიის დროშის გამოფენა კვლავ აკრძალული იყო.
ჩემი აზრით,ბარსას ისტორიაში მეორე საუკეთესო ფეხბურთელი არის იოჰან კრუიფი,თუ მწვრთნელის კარიერასაც გავითვალისწინებთ მაშინ უდავოდ პირველია❤❤
ზუსტად როგორ დაემთხვა ანგარიში რიცხვს და ამ უდიდეს მოვლენას!😯❤💜