წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 იანვარს მოხდა.
თამაშები
30 იანვარს “ბარსელონას” 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 15 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1955 წელი
“ვალენსიასთან” 4-1 მოგება “ბარსელონასთვის” ესპანეთის ჩემპიონატში რიგით მე-300 გამოდგა.
1972 წელი
“ესპანიოლთან” გამართულ საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” 2-0 მოიგო. გოლები მარსიალმა და რეშაკმა გაიტანეს.
1977 წელი
სეზონის პირველი “კლასიკო” 1-1 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში პირის ზუსტი თერთმეტმეტრიანით მე-2 წუთზე გახსნეს, იოჰან კრუიფმა კი მე-16 წუთზე გაათანაბრა.
1980 წელი
ევროპის სუპერ თასის პირველ მატჩში “ბარსა” “ნოტინგემ ფორესტთან” სტუმრად 0-1 დამარცხდა.
1987 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი არდა თურანი. 2015-2107 წლებში “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 55 შეხვედრაში მან 15 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
1997 წელი
“ბარსელონამ” “რეალ მადრიდის” 9 თვიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ესპანეთის თასის 1/8 ფინალის მატჩში, რონალდოს, ნადალისა და ჯოვანის გოლებით კატალონიელებმა 3-2 მოიგეს
2005 წელი
“ბარსელონას” ქალთა გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა მარიბელ დომინგესს, რომელმაც “ტორეხონთან” 5-3 მოგებულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა.
2013 წელი
ესპანეთის თასზე “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული “ელ კლასიკო” 1-1 დასრულდა. სტუმართაგან გოლი სესკ ფაბრეგასმა გაიტანა.
2019 წელი
“სევილიასთან” პირველ მატჩში 0-2 წაგების შემდეგ, ესპანეთის თასის განმეორებით თამაშში “ბარსელონამ” 6-1 მოიგო. გოლები კოუტინიომ (2), რაკიტიჩმა, სერჟი რობერტომ, სუარესმა და მესიმ გაიტანეს. ლეოს ეს გოლი თასზე მისთვის თავისი 50-ე იყო.
2020 წელი
“ბარსელონას” ქალთა გუნდმა Naulover-თან ხელშეკრულება გააფორმა. კატალონიური მოდის სახლი “ბლაუგრანას” ქალთა გუნდის ისტორიაში პირველი მოედანს მიღმა სპონსორი გახდა.
ოსასუნას
აქედან ყველაზე აღსანიშნავია არდა თურანის დაბადება.
ძალიან საიტერესო ყოფილა 30 იანვარი, იმედია 31 კარგი დღე იქნება და ხვალ ბილბაოს გავხსნით შუაზე
მოკლედ თუ ბარსას 6 გოლი გააქვს ერთს ყველა ვარიანტში რობერტო იტანს😂
არდა ნახე, გოლები ვიცოდი და ასისტებიც საკაიფოდ ქონია. თან მაგ 55 თამაშიდან ნახევარი შეცვლაზე გამოვიდა
თურანი რომ ვიყიდეთ იგივე პონტია ზუსტად ბრეითვეიტი😁😁