ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 იანვარს მოხდა.

თამაშები

29 იანვარს “ბარსელონას” 16-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1881 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი (1899-1900) ხუან დე ურუელა ი მორალესი.

1966 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო. 1993-1995 წლებში “ბარსელონაში” ჩატარებულ 65 თამაშში მან 39 გოლი გაიტანა. 1994 წელს რომარიომ ლა ლიგა მოიგო.

1984 წელი

გოიკოეჩესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დიეგო მარადონას “ბარსელონა” “ბილბაოს” პირველად შეხვდა. ბასკეთში გამართულ მატჩში სტუმრებმა 2-1 მოიგეს და ორივე გოლი მარადონამ გაიტანა. იმ თამაშში სარეკორდო რაოდენობის, 50 ჯარიმა დაფიქსირდა.

2006 წელი

“მალიორკასთან” სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში მესიმ ლა ლიგაში თავისი პირველი დუბლი გაიფორმა.

2011 წელი

“ერკულესთან” სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში გატანილი გოლის წყალობით ლეო მესი ლა ლიგის ისტორიაში “ბარსელონას” მე-3 საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 109 გოლით მან სამუელ ეტო’ოს გადაასწრო.

2017 წელი

“ბეტისთან” სტუმრად 1-1 ჩატარებულ შეხვედრაში ივან რაკიტიჩმა ლა ლიგაში თავისი მე-200 თამაში ჩაატარა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • ბასქუ10
    schedule 29 იან 2021, 14:02

    წარმომიდგენია როგორი უხეში თამაში იქნებოდა 50 ჯარიმა🙂 მად იქნებოდა ტრამვები თუ იქნებოდა

  • BEQA BARCA
    schedule 29 იან 2021, 12:16

    50 ჯარიმა რა ამბავია ომი იყო??😁

  • C.PC5
    schedule 29 იან 2021, 11:47

    მესის ბომბარდირობა 2011ში დანარჩენი ისეთი არაფერი. ისე ის ერთი თამაში ვისთან წაგეს ნეტა?!