workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი ტრინკაუს უფრო მეტად ენდობა

რონალდ კუმანი ტრინკაუს უფრო მეტად ენდობა

ფრანსიშკუ ტრინკაუს მიერ ლა ლიგის ეგიდით სათადარიგოთა სკამიდან ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა 13-ს უტოლდება.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელს ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრაქტიკა ხშირად არ ეძლევა, ის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

CatRadio-ს ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტი მას უფრო მეტად ენდობა და მეტ იმედსაც ამყარებს, ვიდრე სეზონის დასაწყისში. ასეთი ოპტიმისტური განწყობა თავად ტრინკაუზეც დადებითად მოქმედებს და ახალგაზრდა ფეხბურთელს დამაჯერებლობა ემატება.

“რაიო ვალიეკანოსთან” შეხვედრაში მან ძირითადიდან დაიწყო და პირველ ტაიმში იყო კიდეც მომენტი, სადაც მას მესიზე პასის გაკეთება მართებდა, თუმცა გარკვეულწილად ეგოისტურად იმოქმედა და ის შანსი ვერ გამოიყენა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • Bakero
    schedule 29 იან 2021, 18:19

    ციტატა: me da barca
    მეორე წელია გრიზმანი ბარსაშია, მაგრამ რა? ვაცადოთ ამასაც, შეიძლება გაიხსნას და ათამაშდეს, თუ არადა როგორც მოვიდა ისე წავა.


    120 მილიონიან შემდგარ ვარსკვლავს ლა ლიგაში რომლის საქმეც მეტოქის კარში გოლების გატანაა მეორე წელია ვუყურებთ და იმის მეათედს ვერ აკეთებს რაც ევალება ! მაგაზე არაფერს ამბობენ !!! rage rage rage და ბიჭი რომელიც საერთოდ სხვა ჩემპიონატიდან მოვიდა გრანდში თან მინიმალური სათამაშო დრო აქვს გუნდს რომ შეეწყოს პლიუს მენტალური მომენტი როცა დასამტკიცებელი გაქვს რომ დაიმსახურო მეტი სათამაშო დრო ლანძღავენ მხოლოდ იმიტომ რომ ეგრევე უნდა დადოს უმაღლესი დონე თურმე rage rage rage ….. გრიზმანის, ბრეითვეიტის და დემბელეს შემყურე ნაროდი laughing laughing laughing laughing

  • me da barca
    schedule 29 იან 2021, 13:33

    მეორე წელია გრიზმანი ბარსაშია, მაგრამ რა? ვაცადოთ ამასაც, შეიძლება გაიხსნას და ათამაშდეს, თუ არადა როგორც მოვიდა ისე წავა.

  • basa7
    schedule 29 იან 2021, 12:59

    ხალხნო შარშანდელ სეზონში ფელიშე გახსოვთ ატლეტიკოში? ვერაფერი ვერ ქნა მაგრამ წელს თუ ხედავთ რეებს შვება, აცალეთ კაცო რა შეჭამეთ ცოცხლად, ეგ პუჩი და პედრი ესპანეთის ჩემპიონატში არიან გაზრდილები და იციან ლა ლიგა ეს კი საერთოდ სხვა განზომილებაში მოხვდა და დრო უნდა. რა უბედურებაა ეს ორმაგი სტანდარტი, პუჩის ყველაფერი მოსაწონია და ტრინკაოსი კი არა?

  • Magician
    schedule 29 იან 2021, 12:24

    გოლი სჭირდება, რომ უფრო ირწმუნოს საკუთარი თავი. მიხარია, რომ კუმანი ენდობა.

  • ბასქუ10
    schedule 29 იან 2021, 11:06

    ძალიან მაგარია მე თუ მკითხავთ, საოცარი დრიბლინგი აქვს და ადგილზე შეუძლია რამდენიმე მეტოქე ძალიან ადვილად ჩამოიაოროს, მაგრამ გოლი ჭირდება აუცილებლად რომ გაიხსნას და უკეთესი გახდეს

  • Giorgi99
    schedule 29 იან 2021, 10:46

    ჩინური კრიშტიანუა

  • BEQA BARCA
    schedule 29 იან 2021, 10:15

    ვერ თამაშობს მაინც კარგად. იმ მომენტში კი მართლაც ძალუან ეგოისტურად მოიქცა.😠 გაეტანა მაინც!!

  • სპარტაკი
    schedule 29 იან 2021, 09:33

    არ გაუმართლა თორე ცუდ პოზივიაში არ იყო როცა გოლი გწყურია მაგ სიტუაციიდან ყველა დაარტყამდა არ გაეწბილება სხვა მხრივ არ გავამართლებდი მესისაც ქონდა ესთი მომენტი და გაანიავა არადა დროული პასით ასისტს მიიწერდა..

  • C.PC5
    schedule 29 იან 2021, 09:06

    თითქმის ყველა თამაშში იღებს მონაწილეობას როგორც მინიმუმ სკამიდან მაინც და სულ ცდილობს რაღაცის გაკეთებას, გოლი უნდა რომ გაიხსნას და იმ ეგოისტურ საქციელებსაც დაანებებს თავს.

  • M10 S9 D11
    schedule 29 იან 2021, 04:14

    ბრაგაში მოთამაშე ტრინკაოს აჩრდილიც არაა მაგრად გვაყირავეს პორტუგალიელებმა

  • Don_Andresito
    schedule 29 იან 2021, 04:00

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: ROUCH
    ბოლო მატჩი ვერ ვნახე, მესის რა რეაქცია ქონდა მაგ მომენტზე, არი შანსი რო ამან აწი სკამიდან ტაკო ვეღარ აწიოს?


    არაფერი არ უთქვამს და არც უქნია. წამოვიდა უკან 😀


    მომენტი გაგრძელდა. თან თასი იყო რაიოსთან, პსჟ სთან მოხდეს ეგეთი და დაამხობს თავზე. თან გააჩნია როგორ ხასიათზეა. ისე გოლი რო უნდა ფაქტია, ის პენალტი რო დაედოთ ერთი მაინც დარწმუნებული ვარ ლეო დაარტყმევინებდა. იქნებ გაიხსნას რავი. კაცს ადვილად ატყუებს ფაქტია და ლა ლიგაში ეგ ადვილი არაა. ტვინი უნდა ცოტა.

  • Marlboroo
    schedule 29 იან 2021, 03:41

    არ ვიცი რა გამოვა ამ ბიჭისგან. ნუ ჯერ პირველი სეზონია და ვაცადოთ მარა მე მაინცდა მაინც არ მეიმედება რაღაც აკლია, ჩემი აზრით კიდე ვერ გაითავისა სად თამაშობს და შოკშია, აი პედრისთვისაც პირველი სეზონია მარა ტიპი ფანტასტიკაა და თან ჯერ კიდე დასახვეწია. გაყიდონ გაყიდონ ლენგლე 30 € ფირპო 20€ პიანიჩი 30€ სერხი რობერტო 30 € ბრაითვეიტი 20 € კოუტინიო 50 € გრიზმანი 70€ დემბელე 70€ დაინატონ უფასოდ გარსია, ალაბა. ვეინალდუმი. დეპაი. და მომავალ წელს თუ შევძელით ჰალანდი თუ არა და მაგ ტრანსფერებიდან აღებული ფულით ვალებს მოახმარონ.. მაინც ტყუილად ყრიან ბარსაში და იღებენ ხელფასებს…. და იმედია ლაპორტა მალე მოვა რო ცოტა სატრანსფერო სიტუაცია გამოასწოროს რო ყველა ჩვენ გვტენის 150 000 000 ნებში და ჩვენ სხვებს ვჩუქნით

  • ROUCH
    schedule 29 იან 2021, 03:06

    ბოლო მატჩი ვერ ვნახე, მესის რა რეაქცია ქონდა მაგ მომენტზე, არი შანსი რო ამან აწი სკამიდან ტაკო ვეღარ აწიოს?

  • Iniesta_8
    schedule 29 იან 2021, 02:23

    რომც გაეტანა ეგ გოლი მაინც საგონებელში იყო, ბარსას ფეხბურთელს ეგეთი საქციელი არ ეკადრება. ისე კი ამ სეზონში კატასტროფაა და დე ლა ფუენტეს უნდა მიეცეს თავის გამოჩენის შანსი. უსამართლოდ იქცევა კუმანი. ლანგლე ყოველ თამაშში ა*ვამს და მაინც სულ აყენებს, ვინც შანსს იმსახურებს კი იმათ სათადარიგოდანაც არ უშვებს.