“ბარსელონასთვის” მომდევნო ერთი თვე საკმაოდ გადატვირთული იქნება, რონალდ კუმანის გუნდს ამ პერიოდში შესაძლოა 10 მატჩის ჩატარება მოუწიოს.
შეხვედრების ეს რაოდენობა დღეს, “რაიო ვალიეკანოსთან” ნაჩვენებ შედეგზეც იქნება დამოკიდებული, თუ გუნდი ესპანეთის თასს გამოეთიშება ეს იმას ნიშნავს, რომ თებერვალში ამ ეგიდით 2 შეხვედრას აღარ გამართავს.
“ბარსელონას” მომდევნო მეტოქეები:
- 27 იანვარი: “რაიო ვალიეკანო” (ესპანეთის თასი)
- 31 იანვარი: “ბილბაო” (ლა ლიგა)
- 3 თებერვალი: ესპანეთის თასის შესაძლო მეოთხედფინალი
- 7 თებერვალი: “ბეტისი” (ლა ლიგა)
- 10 თებერვალი: ესპანეთის თასის შესაძლო ნახევარფინალი
- 14 თებერვალი: “ალავესი” (ლა ლიგა)
- 16 თებერვალი: “პარი-სენ ჟერმენი” (ჩემპიონთა ლიგა)
- 21 თებერვალი: “კადისი” (ლა ლიგა)
- 24 თებერვალი: “ელჩე” (ლა ლიგა)
- 28 თებერვალი: “სევილია” (ლა ლიგა)
ეს კი ტრავმებს ნიშნავს
საოცოდაობა და სიბოროტეა ფეხბურთელებისთვის ეს ყველაფერი, მაგრამ სულ არ აინტერესებთ ფეხბურთელები, მთავარია ფული იშოვნონ და როგორც უნდათ ისე არტრიალებენ ამ კალენდარს
რა უბედურებაა რა არის ეს მერე გვიკვირს რატო ვერ თამაშობს გუნდი გადაწვეს ფეხბურთელები
ასეთი ცხრილია ტრავმებს ვერ ავცდებით😔😔
და ყველას სტუმრად მართავს? ეგება ისიც დაგეწერათ შინ-გარეთ რამდენი მატჩია.
ძაან გადატვირთულია ცხრილი😞 და მაგას სანაკრებო "შესვენებები" შვრება ზუსტად.