მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლუბი ჟუნიორ ფირპოს გაყიდვას და ახალი მარცხენა მცველის შეძენას გეგმავს

კლუბი ჟუნიორ ფირპოს გაყიდვას და ახალი მარცხენა მცველის შეძენას გეგმავს

“ბარსელონას” ტექნიკური მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატები გუნდის მარცხენა მცველის, ჟუნიორ ფირპოს გაყიდვას და “ვალენსიას” მარცხენა მცველის, ხოსე გაიას შეძენას გეგმავენ.

ესპანელი ჟურნალისტის, ჩავი კამპოსის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულსიფერებმა”, შესაძლოა, “ღამურების” ფინანსური მდგომარეობით ისარგებლონ და 25 წლის გაია 15 მილიონ ევროდ გაიფორმონ. ამ მომენტისთვის, ესპანელმა მოთამაშემ “ბარსას” ინტერესის შესახებ არაფერი იცის. მას საუკეთესო კონტრაქტი და ამბიციური პროექტი სურს, რისი მიღებაც “ვალენსიაში” შეუძლებელია.

ასევე არის ალტერნატიული ვარიანტი – მარკოს ალონსო, რომელიც კატალონიური კლუბის ტექნიკურ მდივანს მოსწონს. მის შეძენას “ბარსელონა” იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ ფირპო კლუბიდან ამ თვეშივე წავა. ესპანელს “ჩელსის” შემადგენლობაში სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს მას შემდეგ, რაც ლონდონურმა კლუბმა მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელი დანიშნა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • ბასქუ10
    schedule 27 იან 2021, 22:01

    გაია უფრო კარგი ვარიანტია მაგრამ ესენი თუ ანხელინიოს დაიმატებენ არვიცი რა სასწაული იქნება

  • Ronaldinho..
    schedule 27 იან 2021, 14:38

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: C.PC5
    "ესპანელმა მოთამაშემ "ბარსას" ინტერესის შესახებ არაფერი იცის."

    ჩვენ ვიცით აქ, საქართველოში და ვითომ იმას არ ეცოდინება?!🤣 ანხელინიოს თუ ვერ იზამენ ისევ გაია ჯობს ალონსოს.


    ალონსო ასაკშია და ალბას სამომავლო შემცვლელად არ წავა, თან უთამაშებელია, რეალის აღზრდილი მარა ეგ რო ხოდზე იყო 2 წლის წინ რავი, საუკეთესო იყო ერთ ერთი თავის პოზიციაზე. მარცხნიდან აზარზე სახიფათო იყო, გოლები ასისტები და რავი. ლამპარდმა რატო აითვალწუნა არ ვიცი. ალბას ზამენად გამოდგება მარა შემცვლელად არა, ხაბგრძლივ პერსპექტივაში დღეს გაია საუკეთესო ვარიანტია. ფირპოც მაგათ მივხეთ და 7-8 მილიონი დავუმატოთ. 15 ად გაიას არავინ მოგვცემს სიტი გადაიხდის 40-ს ახლავე.


    სიტის ზინჩენკო ყავს და მენდი და რავიცი და უნდათ ეხლა ამაზე ბრძოლა.
    თან ესპანელია გაია და ყველა ესპანელს ან რეალი ან ბარსა ოცნება აქ.
    ოჯახისთვისაც ენისთვისაც და პლიუს მაინც ბარსაა რა,სადაც იცის რო ალბა დაბერდა სკამზე გადჯდება და ეს პირველი ოფცია იქნება.
    მოკლედ იმედია გაიას იყიდან და ნელნელა კი იკვრება ძალიან კაი დაცვითი ხაზი.
    გაია ალბა
    გარსია არაუხო პიკე უმტო მინგესაც
    აქეთ დესტი და ემერსონი მოუყვანონ და ეგაა🤙🏼
    და ვაბშე მაგარ კამანდას კრავს ბარსა,ახალგაზრდულს და ძალიან ნიჭიერს
    ზევით პედი ანსუ პუჩი ფრენკი დემბო ტრინკა ყველას უდიდესი პოტენციალი აქ და მომავლები არისნ ბაესასი.
    ბარსა ბ შიც დამაიდებელი ბიჭები მოდიან კონრადი მორიბა აკიმე კოლადო რამოსიც ის ბიჭი დამავიწყდა გვარი ჯარიმა რო შეაგდო მაგის თამაშები ვნახე მაგრა მომეწონა
    ამას პლიუს გამოცდილი ხალხი რო გაუმაგრებს ზურგს მესი შტეგენი ბუსკე პიკე რობერტო გრიზი ალბაც 🤙🏼
    ამას პლიუს თავისუფალი აგენტები თუ მოვიდნენ ჯინი დეპაი რომელიმე ან ვაბშე ჰოლანდი თუ დაიმატეს შემდეგ წლებში გარანტირებული ლიგები დაიდება🌟

  • Don_Andresito
    schedule 27 იან 2021, 14:25

    ციტატა: C.PC5
    "ესპანელმა მოთამაშემ "ბარსას" ინტერესის შესახებ არაფერი იცის."

    ჩვენ ვიცით აქ, საქართველოში და ვითომ იმას არ ეცოდინება?!🤣 ანხელინიოს თუ ვერ იზამენ ისევ გაია ჯობს ალონსოს.


    ალონსო ასაკშია და ალბას სამომავლო შემცვლელად არ წავა, თან უთამაშებელია, რეალის აღზრდილი მარა ეგ რო ხოდზე იყო 2 წლის წინ რავი, საუკეთესო იყო ერთ ერთი თავის პოზიციაზე. მარცხნიდან აზარზე სახიფათო იყო, გოლები ასისტები და რავი. ლამპარდმა რატო აითვალწუნა არ ვიცი. ალბას ზამენად გამოდგება მარა შემცვლელად არა, ხაბგრძლივ პერსპექტივაში დღეს გაია საუკეთესო ვარიანტია. ფირპოც მაგათ მივხეთ და 7-8 მილიონი დავუმატოთ. 15 ად გაიას არავინ მოგვცემს სიტი გადაიხდის 40-ს ახლავე.

  • M10 S9 D11
    schedule 27 იან 2021, 14:15

    ალონსო არა ლეღვი გაია მოიყვანეთ

  • Sergio5
    schedule 27 იან 2021, 12:11

    ბიჭოო 5 მილიონი დეპაიშიო და 15 გაიაშიო, ლას პალმასის მწვრთნელად რო დამნიშნონ მე ვიზამ ყველაფერს რო იქ მივიყვანო ეგ ორი და ეს ბარსელონაში 20 მილიონი რა გახდა, გვჩუქნიან ამ ფეხბურთელებს

  • C.PC5
    schedule 27 იან 2021, 11:36

    "ესპანელმა მოთამაშემ "ბარსას" ინტერესის შესახებ არაფერი იცის."

    ჩვენ ვიცით აქ, საქართველოში და ვითომ იმას არ ეცოდინება?!🤣 ანხელინიოს თუ ვერ იზამენ ისევ გაია ჯობს ალონსოს.

  • BEQA BARCA
    schedule 27 იან 2021, 11:32

    იმედია გაიას არ მოიყვანენ!! ახალგაზრდა უპამეკანო ჯობს..