workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი სერჟი რობერტოს დაბრუნებას ელოდება

რონალდ კუმანი სერჟი რობერტოს დაბრუნებას ელოდება

რონალდ კუმანი სერჟი რობერტოს დაბრუნებას ძალიან ელოდება.

ესპანელი ფეხბურთელი, შესაძლოა, არა მარტო მარჯვენა მცველად, არამედ საყრდენ ნახევარმცველადაც მოგვევლინოს.

Sport-ის ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტი მირალემ პიანიჩის თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ არის და რობერტოს კანდიდატურას ბოსნიელის პოზიციაზეც განიხილავს.

რობერტოს 2 თვეზე მეტია არ უთამაშია. მან დაზიანება “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში მიიღო.

დიდი ალბათობით, სერჟი სამედიცინო შემოწმებას ამ კვირაში გაივლის და მედიკოსებისაგან თამაშზე თანხმობის ნებართვასაც მიიღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • Don_Andresito
    schedule 26 იან 2021, 02:14

    ხო აბა მარჯვნივ რა გვიჭირს მინგესა გვყავს. იმედია აღარასდროს ვნახავ მაგ ბავშვს მარჯვენა მცველად

  • ბასქუ10
    schedule 25 იან 2021, 22:40

    დესტს გამოადგება ამის დაბრუნება რადგან კონკურენცია მოუწევს და უფრო მეტს მოინდომებს და ათამაშდება

  • BEQA BARCA
    schedule 25 იან 2021, 18:27

    ამას ნახ დაცვაში რა ესქმება ისედაც ოხრად გვყავს ხალხი მაქ ათამაშოს პუჩი ამის ნაცვლად.
    მარჯვნივ კი დესტი და ეს უნდა ეცვლებოდნენ ერთმანეთს 20 წლის დესტი ყველა თამაშს ვერ ითამაშებს და მინგეზა ვერ ქაჩავს მარჯვნვ!!

  • Clever liar
    schedule 25 იან 2021, 17:26

    ისე მოხსნის ამის დაბრუნება მარჯვენა ბექის პრობლემას, როგორც ბრეითვეიტმა შეტევა :)))

  • El pistolero 9
    schedule 25 იან 2021, 17:11

    დაბრუნდება ეს და დესტს სკამს ახეხინებს.ფაქტია ამაზე კარგი მარჯვენა მცველი არ გვყავს.დესტი აშკარად ვერ ამართლებს

  • M10 S9 D11
    schedule 25 იან 2021, 15:54

    ნახევარ დაცვაში თუ ათამაშებს კიდე ხო დაცვაში არ დავინახო ეს პრახადნოი დვორი

    ციტატა: CHEPE
    ხოდა გაეჩერებინათ ის არტური ბარსაში და იზავდა რამეს… ფრენკი პედრი არტურის ტრიო


    +1

  • B.A.r.c.A
    schedule 25 იან 2021, 15:48

    დღევანდელი ბარსასთვის დიდი ძალაა რობერტო

  • C.PC5
    schedule 25 იან 2021, 15:21

    უნივერსალია და არ გამოვრიცხოთ ბრაიტვეიტიც ამოაგდოს შემადგენლობიდან😆. რაის საყრდენობა ახლა მაგ კიდე აურევს გონებას უარესად. დაანებოს თავი და დააყენოს ისევ მარჯვენა მცველად.

  • Iniesta_8
    schedule 25 იან 2021, 15:06

    აშკარად ამას ელოდება. დესტს ხშირად ტრავმა აქვს და როცა თამაშობს მაშინაც განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობს. თუმცა პესეჟესთან რობერტოს დაყენება განაჩენი იქნება. აი მაშინ მართლა გადაუვლიან ბარსას. რაც არ უნდა ცუდი იყოს დესტი სწრაფი მაინცაა და თუ ვინმე დაეხმარება ასე თუ ისე გაუმკლავდება ნეიმარს.