წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 იანვარს მოხდა.
თამაშები
24 იანვარს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1955 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ხესუს ლანდაბურუ, რომელმაც 1979-82 წლებში “ბარსელონას” მაისურით 70 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. 1981 წელს მან ესპანეთის თასი მოიგო.
1970 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე რობერტო ბონანო. 2001-2003 წლებში 74 შეხვედრა ჩაატარა, 77 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 28-ჯერ შეინახა.
1982 წელი
“კამპ ნოუზე” “დეპორტივო კასტელონთან” 4-3 მოგებულ შეხვედრაში კინიმ გაიტანა გოლი, რომელიც “ბარსასთვის” ლა ლიგაში მე-3000 გამოდგა.
1985 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ხესუს ოლმო. “ლა მასიას” აღზრდილმა მოთამაშემ, 2006-2008 წლებში, პირველ გუნდში 2 შეხვედრა ჩაატარა.
1987 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ლუის სუარესი. 2014-2020 წლებში “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 283 შეხვედრაში მან 195 გოლი გაიტანა და 113 საგოლე გადაცემა გააკეთა. კატალონიურ გუნდთან ერთად მან 13 ტიტული მოიგო – 4 ლა ლიგა, 4 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
1999 წელი
“სარაგოსასთან” “კამპ ნოუზე” 3-1 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” ტყუპი ძმების, ფრანკ და რონალდ დე ბურების ლა ლიგის დებიუტი შედგა.
2000 წელი
რივალდო FIFA-ს ვერსიით 1999 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მე-2 ადგილზე დევიდ ბექჰემი გავიდა, ხოლო მესამეზე გაბრიელ ბატისტუტა.
2015 წელი
“ელჩესთან” სტუმრად ანგარიშით 6-0 მოგებულ შეხვედრაში ჟერარ პიკემ ლა ლიგაში თავისი მე-200 თამაში ჩაატარა.
ჰაჰა კინი გამახსენდა
გატაცებული კინი ……ლუის გილოცავ დაბადების დღეს ! გამარჯვებას და ლა ლიგის მოგებას გისურვებ ვინც შენ კლუბიდან გაგაგდო მე იმის ……….შენზე უკეთესი 9 -ანი ჩვენ არ გვყოლია არასდროს და გვეყოლება თუ არა ეგეც საკითხავია (დღევანდელი ცენტრფორვარდების შემხედვარე)
ჯეკას დაბდღე ყოფილა და სულ წარმატებები ვუსურვოთ ლეგენდა კაცს!
ჯეკა სულ გამარჯვებები!! ყველა ხდება რამხელა სისულელე გააკეთეს შენი გაშვებით!!!
დღეს სუას დაბადების დღეა❤️😭 გილოცავ ლეგენდავ 34 წლის იუბილეს!!❤️ დაე კიდევ დიდხანს გვენახოს შენი გასაშტერებელი გოლები❤️ რეალთან შესრულებული ჰეთტრიკი სულ მირჩევნია ბევრი ფორვარდის კარიერას❤️ მალიორკასთან გატანილი ქუსლური ნებისმიერ გოლს ჯობია ჩემთვის და ზოგადად ძაან მევასება ეს კაცი. დღეს მოთამაშე ფეხბურთელებში ჩემთვის ყველაზე საყვარელი სუარესია ზუსტად და მიოხედავად იმისა რომ მეტოქე გუნდშია ძაან მიხარია სუას წარმატებები❤️
სუარესი….. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს უნდა გადავუაროთ ელჩეს და ზოგადად ასეთ გუნდებს მაინც მოუგობ დიდი ანგარიშით თორე უკვე ყველა სუსტი და არაფრისმაქნის გუნდი ჩვენ გვებლატავება
სწირედ დღეს არის თამაში ელჩესთან არამგონია იგივე ანგარიში განმეორდეს მაგრამ მოგება გვინდა. რაც შეეხება სუარესს არ უნდა გაგვეშვა სანამ მის ნამდვილ შემცვლელს ვიპოვიდით მაგალითად მე ესეთს ჰალანდს ვხედავ..