ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 იანვარს მოხდა.

თამაშები

22 იანვარს “ბარსელონას” 20-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 14 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1907 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი (1928-1935) და მწვრთნელი (1941-42) რამონ გუსმანი.

1977 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ტონი ველამასანი, რომელმაც 1995-1996 წლებში “ბლაუგრანაში” 15 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

1998 წელი

“ბარსელონამ” ესპანეთის თასის გასვლით შეხვედრაში “ვალენსია” ანგარიშით 3-1 დაამარცხა. გოლები რივალდომ (2) და ჯოვანიმ გაიტანეს. კატალონიელებს პირველი თამაში “კამპ ნოუზე” 3-4 ჰქონდათ წაგებული.

2005 წელი

რასინგთან” 2-0 მოგებულ შეხვედრაში რონალდინიომ “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში 50-ე თამაში ჩაატარა. იმ შეხვედრაში მან თავი გოლით გამოიჩინა.

2012 წელი

მალაგასთან” სტუმრად 4-1 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ლა ლიგაში თავისი მე-10 ჰეთ თრიქი შეასრულა.

2014 წელი

ლიონელ მესიმლევანტესთან” ესპანეთის თასზე სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში (4-1) კრისტიან ტელიოს 3 გოლი გაატანინა. ეს ლეოსთვის “ბარსელონაში” ჩატარებული მე-400 თამაში იყო.

2017 წელი

ეიბართან” 4-0 მოგებულ შეხვედრაში დენის სუარესმა “ბარსელონას” პირველ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • ბასქუ10
    22 იან 2021, 19:27

    საკმაოდ საინტერესო დღე ყოფილა 22 იანვარი

  • ალექსი
    22 იან 2021, 16:01

    საინტერესო იყო მადლობა ავტორს

  • Always cule
    22 იან 2021, 12:28

    BEQA BARCA,
    მადლობა🥰

  • BEQA BARCA
    22 იან 2021, 12:26

    ციტატა: Always cule
    რამდენი კარგი რამ მომხდარა ჩემს დაბადების დღეს


    გილოცავ მაშინ!!🥳🥳

  • Always cule
    22 იან 2021, 12:21

    C.PC5,
    მადლობა😊

  • C.PC5
    22 იან 2021, 12:17

    ვის? ვის? და მხოლოდ მესის შეუძლია ერთ დღეს სხვადასხვა წლებში ჰქონდეს ორი ჰეტთრიკი შესრულებული თანაც ერთი გოლების და ერთიც პასების. დააფასეთ სანამ თამაშობს!!! ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს მოგვიწებს ბარსაში მესის ცქერა pensive

    ციტატა: Always cule
    რამდენი კარგი რამ მომხდარა ჩემს დაბადების დღეს


    მესის ყველაზე კარგად მოულოცავს!! გილოცავ!!!

  • Always cule
    22 იან 2021, 12:11

    რამდენი კარგი რამ მომხდარა ჩემს დაბადების დღეს