მიუნხენის “ბაიერნის” 28 წლის ავსტრიელი ვარსკვლავი, დავიდ ალაბა, დიდი ალბათობით, კლუბს მალე შეიცვლის. ბოლო დროს პრესა ფეხბურთელს ყველაზე მეტად მადრიდის “რეალსა” და კატალონიის “ბარსელონას” უკავშირებს, ამჯერად განცხადება ფეხბურთელის მამამ, ჯორჯ ალაბამ გააკეთა.
“დავიდის აგენტს სურს, გაიგოს, გახდება თუ არა “ბარსელონას” მომდევნო პრეზიდენტი – ჟოან ლაპორტა.”,
– ჯორჯ ალაბას სიტყვებს Sport1-ზე დაყრდნობით ManagingMadrid ციტირებს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალაბას კარიერის გაგრძელება მხოლოდ “რეალში” ან “ბარსელონაში” სურს.




ანუ ლაპორტა თუ გახდა ლრეზიდენტი მერე მოვა და ისე არა ხო?! ან ვინ ეპატიჟება🤣
Lengles 75.0000, firpos 70.000,braitveitis 60.000,cous 240.000
მოვა ლაპორტა აბა რას იზამს.❤💜❤💜
მოიგებს ლაპორტა და მოცუნცულდებით თქვენთც
ესლაპორტი მართლა ასე სამაგალითოდ კაი იყო თუ სოვრემენნი აფერისტი ყველას ერთნაირად რო ევასება 😀