უკვე რამდენიმე დღეა ცნობილია, რომ “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო და 24 იანვარს აღარ გაიმართება. პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი, სავარაუდოდ, 7 მარტს ჩატარდება.
Catalunya Radio-ს ახლანდელი ინფორმაციით, “ბარსას” დროებითი პრეზიდენტი კარლეს ტუსკეტსი მზადაა, არჩევნების თარიღი ერთი კვირით გადმოწიოს. თუ ყველა პირობა დაკმაყოფილდება, საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, 28 თებერვალს ჩატარდეს.
RAC1-ის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობებით, საპრეზიდენტო კანდიდატები არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ხვალ ტუსკეტსს შეხვდებიან.
თუ ჭკვიანად იქნებით 1 კვირით გადმოწევს.
დიდი მადლობა ბატონი კარლეს, დიდი მადლიბა, დიდი.
ძალიან ცუდია რომ ამხელაზე გადაწიეს გუნდი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ცვლილებებია საჭირო
აუჰ შეღავათი გააკეთეს ვითომ? ეხლა გვჭირდება პრეზიდენტი რო სანამ დაიხურება სატრანსფერო ბაზარი ერთი ტრანსფერი მაინც გააკეთოს
ისე რა შუაშია მარა კოპა დელ რეი ზე
ბილბაოს ან რეალს რო შევეტაკოთ ხო დიდი შანსია ამ ყველაფრის და ბილბაო განსაკუთრებით იწვევს ჩემში ინტერესებს,ერთი აბაროტი დავინახო აღებული და კლასიკო თუ შედგა ხო ვაბშე გიჟური
თუ ფოსტით ატარებენ უახლოეს მომავალში გააკეთონ და არა მარტში, რა არის რა უბედურებაა, ყველაფერი ბარსელონას წინააღმდეგაა მიმართული
იმედია თებერვალში ჩატარდება. თუ ფოსტით ატარებენ მათთვის რა განსხვავებაა როდის ჩატარდება..😠😠
რაც ადრე მით უკეთესი🙏