წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 იანვარს მოხდა.
თამაშები
19 იანვარს “ბარსელონამ” 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 8 წააგეს.
1902 წელი
“ბარსელონამ” “ესპანიოლთან” სტუმრად ანგარიშით 4-0 მოიგო. კატალონიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრაში გოლები გამპერმა (2), გარსიამ და სტეინბერგმა გაიტანეს.
1930 წელი
“ბარსელონა” “ესპანიოლთან” სტუმრად 0-4 განადგურდა. თამაშში ჰეთ თრიქი შეასრულა გალარტმა.
1936 წელი
კატალონიის თერთმეტეულსა და ჩეხოსლოვაკიურ “სიდენიცეს” შორის ჟოზეპ სამიტიერის გამოსათხოვარი თამაში გაიმართა. “ბარსელონიდან” ამ შეხვედრაში მონაწილეობა ენრიკე ფერნანდესმა, საგიბარბამ და ბალმანიამ მიიღეს.
1965 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ხუან კარლოს როდრიგესი. 1991-1994 წლებში მან ლა ლიგაში 55 თამაში ჩაატარა. “ბარსელონასთან” ერთად როდრიგესმა ზედიზედ 3 ლა ლიგა, ასევე 2 ესპანეთის სუპერ თასი და ერთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1983 წელი
ევროპის სუპერ თასის პირველ მატჩში, ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) გამარჯვებულ “ასტონ ვილასთან” “ბარსამ” “კამპ ნოუზე” 1-0 მოიგო. გოლი მარკოს ალონსომ გაიტანა.
1991 წელი
“ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 2-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან ერთი გოლი მიკაელ ლაუდრუპმა გაიტანა, ერთხელ კი ბურთი საკუთარ კარში სპასიჩმა ჩაჭრა.
1992 წელი
“ბარსელონამ” ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ესპანიოლი” 4-3 დაამარცხა. გოლები ჩიკი ბეგირისტაინმა, მიკაელ ლაუდრუპმა, ხრისტო სტოიჩკოვმა და რონალდ კუმანმა გაიტანეს.
1997 წელი
“ბეტისთან” სტუმრად გამართული შეხვედრის 30-ე წუთზე “ბარსელონა” 0-2 აგებდა, მაგრამ ლუის ენრიკეს ჰეთ თრიქისა და რონალდოს ერთი გოლით კატალონიელებმა 4-2 მოიგეს.
2003 წელი
დაიბადა ილაიშ მორიბა. 2020/21 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 18 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
2009 წელი
“ბარსელონას” მამაკაცთა პირველი გუნდი ახალ საწვრთნელ ბაზაზე, “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” გადავიდა.
2013 წელი
ლეო მესიმ გოლი ზედიზედ მე-10 თამაშში გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი “სოსიედადთან” სტუმრად მაინც დამარცხდა, 2-3. ეს მატჩი ვიქტორ ვალდესისთვის ლა ლიგაში 350-ე გამოდგა.
2017 წელი
“ბარსელონამ” “სოსიედადთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში 10 წლის განმავლობაში პირველად მოიგო. “ანოეტაზე” გამართული თამაშის ერთადერთი გოლი ნეიმარმა გაიტანა.
2020 წელი
“ბარსელონამ” კიკე სეტიენის მწვრთნელობით პირველი თამაში ჩაატარა და “გრანადა” “კამპ ნოუზე” 1-0 დაამარცხა. ეს შეხვედრა ივან რაკიტიჩისთვის ლა ლიგაში მე-300 გამოდგა.
იალიშ მორიბა დიდი ალბათობით კორნელიასთან იქნება და ვნახოთ რას წარმოადგენს
რამდენი რამე მომხდარა 19ში. სოსიედადთან მანამდე რატო არ ქონდათ გასვლაზე მოგებული ძაან საინტერესოა თან ათი წელი.
ამ დღეს ესპანიოლს 4 გოლს ვუტანდით თურმე😅😅