წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 იანვარს მოხდა.
თამაშები
18 იანვარს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1931 წელი
“რეალ უნიონთან” გასვლით მატჩში (1-1) “ბარსელონამ” ლა ლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა, რომლის ავტორიც აროშა გახდა.
1954 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო ოლმო. 1976-1984 წლებში მან ლა ლიგაში “ბლაუგრანას” მაისურით 188 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
1971 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი და მწვრთნელი პეპ გვარდიოლა. 1990-2001 წლებში მან “ბლაუგრანას” ფორმით 378 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა გააკეთა. პეპმა “ბარსელონაში” , ფეხბურთელობის დროს 15 ტიტული მოიგო – 6 ლა ლიგა, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ევროპის სუპერ თასი. ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, თასების მფლობელთა თასი. 2008-2012 წლებში ის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი იყო. ამ 4 წლის განმავლობაში გვარდიოლას გუნდმა 14 ტიტული მოიგო – 3 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერ თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
1971 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი პაბლო მაკედა. 1991-1993 წლებში მან ლა ლიგაში 3 თამაში ჩაატარა.
1998 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდის ფეხბურთელი აიტანა ბონმატი.
2003 წელი
“ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “ვალენსიასთან” ანგარიშით 2-4 წააგო. ამ მარცხის შემდეგ გაცოფებულმა გულშემატკივრებმა, ძირითადად რადიკალური დაჯგუფების Boixos Nois-ის წევრებმა სტადიონის ფანჯრები და კარები დაამსხვრიეს. მათ იერიში ჟურნალისტებზეც მიიტანეს. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, ამის შემდეგ მხოლოდ ერთი თამაშის ჩატარება მოასწრო (“სელტასთან” 0-2) და გუნდი იმ დროს დატოვა, როდესაც გასავარდნ ზონასთან სხვაობა 3 ქულა იყო.
2012 წელი
ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” მადრიდში 2-1 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან გოლები კარლეს პუიოლმა და ერიკ აბიდალმა გაიტანეს.
2015 წელი
“ბარსელონამ” “დეპორტივო” სტუმრად 4-0 გაანადგურა. ანდრეს ინიესტამ ლა ლიგაში 350-ე თამაში ჩაატარა, ლეო მესიმ კი აქტივში მორიგი ჰეთ თრიქი მიითვალა.
2024 წელი
“უნიონისტას სალამანკასთან” ესპანეთის თასზე 3-1 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” პირველ გუნდში პაუ კუბარსის დებიუტი შედგა.
ამ მარცხით არც არაფერი დასრულებალა, წელს ყველამ ვიცით რომ საჩემპიონო გუნდი არ გვყავს არანაირ ტურნირზე მაგრამ მომავალ წელს ახლა პრეზიდენტთან ერთად შევუდგებითბ ჩვენი საქმის კეთებას
რელალი დღესაც გვყოლია ნათრევი❤️
2012 წელს რეალი დავამარცხეთ გასვლაზე და 2021 წლის 18 იანვარს ბილბაოსთან დავმარცხდით.😔😔😔