წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 იანვარს მოხდა.
თამაშები
15 იანვარს “ბარსელონამ” 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1933 წელი
“ლეს კორტსზე” “ესპანიოლთან” გამართული დაპირისპირება 1-1 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლი ელგერამ გაიტანა.
1950 წელი
“ბარსელონა” “ლეს კორტსზე” “რეალ მადრიდთან” 2-3 დამარცხდა. კატალონიელთაგან გოლები ბასორამ და სესარმა გაიტანეს.
1968 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ხელბურთის გუნდის ლეგენდა ინიაკი ურდანგარინი, რომელიც კატალონიურ გუნდში 1986-2000 წლებში თამაშობდა.
1986 წელი
ესპანეთის თასზე “ბარსამ” “ლეიდა” 1-0 დაამარცხა. ესტებან ვიგოს მიერ გატანილი ერთადერთი გოლი ტურნირის ისტორიაში 25000-ე გამოდგა.
1991 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი მარკ ბარტრა. ის “ბლაუგრანას” სკოლის აღზრდილია. კატალონიელთა პირველ გუნდში, 2009-2016 წლებში, მან 103 თამაში ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
2008 წელი
“ბარსელონამ” ესპანეთის თასზე თავისი მე-500 თამაში ჩაატარა და “სევილიასთან” შინ გამართული შეხვედრა 0-0 დაასრულა.
2012 წელი
“ბეტისთან” 4-2 მოგებულ შეხვედრაში ჩავიმ ლა ლიგაში მე-400, ხოლო სერხიო ბუსკეტსმა მე-100 თამაში ჩაატარა.
ბარტრა არაფერი ფეხბბურთელი არ იყო ბარსელონაში, მეპირადად არ მომწონდა
ბარტრა ბეილის მერე ფსიქოლოგიურად დაიტრამვა მგონი
Ლა მასიელ ბარტრას მეტი შეეძლო 💚
ბარტრას მეტი უნდა გაეკეთებინა, მგარამ ბეილის გაქცევამ ვაფშე გაუქრო ბარსაში მომავალი
მეც 1991 წლის 15 იანვარს დავიბადე . დავბერდით მარკ.
ამ დთეს ყველაზე ცუდი მოვლენა 1950წელს მომხდარა😔😔😔