კარლეს პუიოლი: მენტალურად, ახლაც შემიძლია, “ბარსას” კაპიტანი ვიყო, მაგრამ არა – ფიზიკურად

კარლეს პუიოლი: მენტალურად, ახლაც შემიძლია, “ბარსას” კაპიტანი ვიყო, მაგრამ არა – ფიზიკურად

“ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი, კარლეს პუიოლი საინტერესო კომენტარს აკეთებს.

მენტალურად, ახლაც შემიძლია, “ბარსას” კაპიტანი ვიყო, მაგრამ არა – ფიზიკურად.

ვფიქრობ, “ბარსელონას” ლა ლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს – კატალონიელთა ფეხბურთელები “რეალის” მოთამაშეებზე უკეთესები არიან.

“ბლაუგრანას” შესანიშნავი დაცვა ჰყავს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელია.

ლევანდოვსკი “ოქროს ბურთს” იმსახურებს. 

ლიონელ მესის დაბრუნება გვიანი არაა – 1 წელიწადში ყველაფერი შესაძლებელია. ეს ჩავისა და ლეოზეა დამოკიდებული. 

“ბარსელონა” და “რეალი” ლა ლიგისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. მახსოვს ჩემპიონატები, რომლებიც 90-მა ქულამ გადაწყვიტა – წელსაც იგივეს ველი.

პიკე ტოპ ფეხბურთელია. თუ ჟერარი 100%-ით მზად იქნება, ეჭვგარეშეა, რომ გუნდისთვის ბევრს გააკეთებს. 

პიკესა და ალბას მთელი სეზონის განმავლობაში ფორმაში ყოფნა მოუწევთ. მჯერა, რომ მათ სარგებლის მოტანა ჯერ კიდევ შეუძლიათ, მაგრამ, ნებისმერ შემთხვევაში, ისინი ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ. კარიერის ბოლოს სეზონში, მინდოდა, მეტი მეთამაშა, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ მარკ ბარტრა დრო უნდა მიეღო.

ფეხბურთს ახლაც ვუყურებ და ვსწავლობ, რადგან, მინდა, ერთ დღეს საფეხბურთო სამყაროში დავბრუნდე, მაგრამ არა მწვრთნელად – ეს ძალიან სტრესული სამუშაოა და თან, ლიცენზიაც არ მაქვს.

საკუთარი იდეები უნდა გქონდეს, მაგრამ არაფერი უნდა გამორიცხო. კონტრშეტევებით გატანილი გოლები მნიშვნელოვანია. როგორც ნახეთ, “მანჩესტერ სიტიში” პეპმა ერლინგ ჰოლანდი მიიყვანა.

“რეალს” ჩემპიონთა ლიგა გენში აქვს, რაც ამ ტურნირზე მას მუდამ ერთ-ერთი ფავორიტად ხდის. “ბარსელონა” კი ამ შემადგენლობით ასევე ფავორიტი იქნება. 

კლუბის ხელმძღვანელობამ დიდებულად იმუშავა და შესანიშნავი ტრანსფერები განახორციელა. ახლა ჩავიმ და ფეხბურთელებმა უნდა გვაჩვენონ, ყველა ტიტულის მოსაგებად ბრძოლისთვის რა არის საჭირო.

ვიმედოვნებ, გუნდი ერთიანი იქნება – ჩავიმ, ფეხბურთელებმა და ქომაგებმა ერთი მიმართულებით უნდა იმოძრაონ. ასევე, იმედი მაქვს, რთულ მომენტებში თქვენ (მედია) ისეთ მოსაზრებებს არ გამოთქვამთ, რაც შიდა დებატებს გამოიწვევს. ჩვენ ყველას მოსმენა და ერთად მუშაობა გვჭირდება.

– ციტირებს პუიოლის სიტყვებს Què T’hi Jugues.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • Davita
    05 სექ 2022, 18:30

    ციტატა: Ko Ke

    ციტატა: Griezzy7
    ბევრი კომენტარი შემხვდა აქ რომ ბარსამ უსარგებლო ტრანსფერები გააკეთაო და რანაირად?
    1.ქრისტენსენი 25 წლისაა და მინიმუმ 8 წელი ითამაშებს კარგ დონეზე. თან უფასო ტრანსფერი!
    2.ალონსო სკამისთვის მოიყვანეს რადგან ალბა მოეხოდათ მარა ბალდემ ისეთები დაიწყო ორივეს მოუწევს მგონი სკამზე ჯდომა. ამას შეიძლება ეწეოდოს უსარგებლო ტრანსფერი მაგრამ არც არაფერი გადაუხდიათ!
    3.კუნდე ბოლო წლების ერთერთი ყველაზე მაგარი ტრანსფერია უდავოდ. 23 წლის მომავალზე გათვლილი ტრანსფერი
    4.ბელერინი. მარჯვნივ არავინ გვყავდა და კი მოიყვანეს 26 წლის ფეხბურთელი. ესეც უფასოდ!
    5.პაბლო ტორე 17 წლის ბიჭი რომელიც ასევე მომავალზე გათვლილი ტრანსფერია
    6.კესი 25 წლის ართმევაზე კარგი მოთამაშე რომელიც ჭირდებოდა გუნდს. ესეც უფასოდ!
    7.რაფინია . ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი ჭირდებოდა გუნდს მარჯვენა ფლანზგე და მოიყვანეს.
    8.ლევანდოვსკი. გოლების გატანა გვჭირდა და ფორვარდიც დადეს თან უმაღლესი დონის.


    Ვინც მაგას იძახის უბრალოდ ფეხბურთი არ ესმის, ეგ ტრანსფერები რაც გაკეთდა ყველა საჭირო იყო და საუკეთესო ფასში მოიყვანეს საუკეთესო ხელფასზე


    ერთერთი მევარ ვინც ამბობს რომ ბევრი უსარგებლო ტრანსფერი გაკეთდა და რატომ
    1)ქრისტენსენის მოყვანა საერთო არიყო საჭირო, ისედაც ბევრი ცენტრალყრი მცველია გუნდში, არაუხო კუნდე გარსია პიკე საკმარისზე მეტია, 4 ტოპ დონეა
    2) ალონსო ალბას ნახევარი არაა, მიტუმეტეს იქროს ბიჭი გვყავს ბალდეს სახით, ასერომ ალაბა და ბალდე საკმარისი იყო
    3) ტორესში გადაყარეს 60 მლ როცა რეალურად 10 მლ იყო მაქსიმუმ მისი ფასი.
    4) კესი არის ზამენის კაცი მაგარმ ეგეც ზედმეტია გუნდში დროს ვერ იღებს, მაშინ დეიონგი უნდა გაეყიდათ ან პიანიჩი მაინც, კესი რომარ მოეყვანაგ ბარსას არაფერი დააკლდებოდა
    5)პაბლო ტორე თითქოს ნიჭიერია მარა ჩავი არ ენდობა არადა მასზე პატარა გავი ძირითადში ყავს,ტორე ბარსა ბეში, ან გაამართლებს ან არა მარა კაი ტორე ახალგაზრდა ნიჭიერია და ღირს მასზედ გარისკვა.
    6)ლევანდოვსკი უმაღლესი კლასის შემსრულებელია უბრალოდ ასაკშია და 2 წელში ისევ ფორვარდზე მოგვიწევს ჩალიჩი ამდროს ყველამ დაიტაცეს ფორვარდები,
    7)ბელერინი საუკეთესო წლებშიც არ ყოფილა დაცვაში საიმედო ახლა შეტევაშიც აღარ ვარგა, მასეთი დესტიც გვყავდა
    8) გუნდში დატოვეს დებილი დემბელე რომელმაც ლამის ლოგოზე მოგვისაქმა
    9)რაფინიას არაუშავს, ეგ სკამისთვის უნდა განიხილებოდეს
    გუნდი წავიდა ვაბაკზე, ყველაფერი წლობით დაყიდეს და ასეთი რისკის ფონზე ჯობდა განხორციელებულიყო 3 ტოპ ტრანსფერი ან 4 მაგალითად
    1) კუნდე
    2) ჰოლანდი
    3)ნეიმარი
    4)სილვა
    ამათი დამატების შემდეგ ყველა ტურნირზე ფავორიტები ვიქნებოდით. რომ ამბობთ უფასოდ მოიყვანესო მაგას რა აზრიაქ, ფულის პრობლემა არაქვს გუნდს, პრობლემა სახელფასო ლიმიტებია, მაგ უფასო მოყვანილსაც ჭირდება ხელფასი. პლუს გასაშვები ბევრი იყო ძაან.

  • Ko Ke
    05 სექ 2022, 17:00

    ციტატა: Griezzy7
    ბევრი კომენტარი შემხვდა აქ რომ ბარსამ უსარგებლო ტრანსფერები გააკეთაო და რანაირად?
    1.ქრისტენსენი 25 წლისაა და მინიმუმ 8 წელი ითამაშებს კარგ დონეზე. თან უფასო ტრანსფერი!
    2.ალონსო სკამისთვის მოიყვანეს რადგან ალბა მოეხოდათ მარა ბალდემ ისეთები დაიწყო ორივეს მოუწევს მგონი სკამზე ჯდომა. ამას შეიძლება ეწეოდოს უსარგებლო ტრანსფერი მაგრამ არც არაფერი გადაუხდიათ!
    3.კუნდე ბოლო წლების ერთერთი ყველაზე მაგარი ტრანსფერია უდავოდ. 23 წლის მომავალზე გათვლილი ტრანსფერი
    4.ბელერინი. მარჯვნივ არავინ გვყავდა და კი მოიყვანეს 26 წლის ფეხბურთელი. ესეც უფასოდ!
    5.პაბლო ტორე 17 წლის ბიჭი რომელიც ასევე მომავალზე გათვლილი ტრანსფერია
    6.კესი 25 წლის ართმევაზე კარგი მოთამაშე რომელიც ჭირდებოდა გუნდს. ესეც უფასოდ!
    7.რაფინია . ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი ჭირდებოდა გუნდს მარჯვენა ფლანზგე და მოიყვანეს.
    8.ლევანდოვსკი. გოლების გატანა გვჭირდა და ფორვარდიც დადეს თან უმაღლესი დონის.


    Ვინც მაგას იძახის უბრალოდ ფეხბურთი არ ესმის, ეგ ტრანსფერები რაც გაკეთდა ყველა საჭირო იყო და საუკეთესო ფასში მოიყვანეს საუკეთესო ხელფასზე

  • La Pulga10
    05 სექ 2022, 15:41

    მოდი ლომის გულიანო გასახდელში გვჭირდები,მტირალა ალბას,რომ თავში წამოარტყა და ახალგაზრდებს ჟინი მისცე.

  • Griezzy7
    05 სექ 2022, 15:33

    ბევრი კომენტარი შემხვდა აქ რომ ბარსამ უსარგებლო ტრანსფერები გააკეთაო და რანაირად?
    1.ქრისტენსენი 25 წლისაა და მინიმუმ 8 წელი ითამაშებს კარგ დონეზე. თან უფასო ტრანსფერი!
    2.ალონსო სკამისთვის მოიყვანეს რადგან ალბა მოეხოდათ მარა ბალდემ ისეთები დაიწყო ორივეს მოუწევს მგონი სკამზე ჯდომა. ამას შეიძლება ეწეოდოს უსარგებლო ტრანსფერი მაგრამ არც არაფერი გადაუხდიათ!
    3.კუნდე ბოლო წლების ერთერთი ყველაზე მაგარი ტრანსფერია უდავოდ. 23 წლის მომავალზე გათვლილი ტრანსფერი
    4.ბელერინი. მარჯვნივ არავინ გვყავდა და კი მოიყვანეს 26 წლის ფეხბურთელი. ესეც უფასოდ!
    5.პაბლო ტორე 17 წლის ბიჭი რომელიც ასევე მომავალზე გათვლილი ტრანსფერია
    6.კესი 25 წლის ართმევაზე კარგი მოთამაშე რომელიც ჭირდებოდა გუნდს. ესეც უფასოდ!
    7.რაფინია . ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი ჭირდებოდა გუნდს მარჯვენა ფლანზგე და მოიყვანეს.
    8.ლევანდოვსკი. გოლების გატანა გვჭირდა და ფორვარდიც დადეს თან უმაღლესი დონის.

  • nika 54
    05 სექ 2022, 15:24

    აირჩიონ საპატიო კაპიტნად და გუნდის კაპიტნები ამასთან ავარჯიშონ მენტალიტეტის ასამაღლებლად.