workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბილბაოელები” “ბარსელონასთან” დაპირისპირებამდე

“ბილბაოელები” “ბარსელონასთან” დაპირისპირებამდე

მოგეხსენებათ, ბილბაოს “ატლეტიკმა” ესპანეთის სუპერ თასის მეორე ნახვარფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის “რეალი” დაამარცხა. შესაბამისად, ბასკები ფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდებიან.

აღნიშნულ საკითხზე “ბილბაოელები” საუბრობენ:

ინიგო მარტინესი

ვიმედოვნებ, ფინალში არგენტინელთა თილისმა, ლეო მესი მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

რაულ გარსია

ჩვენ აქ სამოგზაუროდ არ ჩამოვსულვართ, გუნდის მიზანი გამარჯვებაა. ფინალში გასვლით ბედნიერები ვართ, ძლიერ მეტოქეს ვხვდებით, თუმცა “ბარსასთან” დაპირისპირების არ გვეშინია.

მარსელინო გარსია ტორალი

ვნახოთ, როგორ დავისვენებთ, რადგან ამისთვის “ბლაუგრანაზე” 1 დღით ნაკლები გვაქვს. საბაბს არ ვეძებთ, თუმცა ჩვენ 3 დღე გვერგო, კატალონიელებს კი – 4.

“რეალისა” და “ბარსელონას” დამარცხების შემდეგ ტიტულის მოგება შესანიშნავი იქნება. აქამდე მხოლოდ 90 წუთი გვაშორებს.

“ლურჯ-ბროწეულისფერებს” განსაკუთრებული ფეხბურთელი – ლიონელ მესი ჰყავთ. ვეცდებით, შეძლებისდაგვარად, მასზე მეურვეობა დავაწესოთ.

შეგახსენებთ, “ატლეტიკმა” “ბლანკოსს” 2-1 მოუგო. ბასკთა მხრიდან რაულ გარსიამ დუბლი მიითვალა, მადრიდელთაგან კი ერთადერთი ბურთი კარიმ ბენზემას ანგარიშზეა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • გოგიბერიძე
    schedule 15 იან 2021, 13:18
    #9

    ჩვენ კი გვერგო 4 დღე მარა 120 წუთი პლიუს პენალტები ვითამაშეთ და 9შიც თამაში გვქონდა და თქვენ სამში რომ გვეთამაშეთ იმის მერე დაისვენეთ ატლეტიკოსთან გადაიდო და 11 დღე დაისვენეთ. უმადურები და კიდე იძახის ბარსამ 1 დღით მეტი დაისვენოს. არ მიყვარს ისეთი მწვრთნელი თამაშამდე რომ მიზეზებს ათხლიშავს უკვე და თუ წააგო გასამართლებელი საბუთი აქვს თავისი ჭკუით

  • Ბარსა13
    schedule 15 იან 2021, 12:56
    #8

    Მთავარია მესი და ტერ შტეგენი გვყავდეს დანარჩემები არ გვჭირდება ამიტომ მოემზადოს ბილბაო 😎

  • C.PC5
    schedule 15 იან 2021, 11:52
    #7

    იმედია მოვუგებთ ფინალს, რთულად გასატეხი გუნდია და უკვე ჩანს რომ დიდი შემართებით ხვდებიან ამ თამაშს. მესი გვყავდეს მთავარია, ფაქტია მესის შიში აქვთ.

  • me da barca
    schedule 15 იან 2021, 11:41
    #6

    ბილბაო თასების გუნდია და იოლად არ დათმობენ. მესის ბევრჯერ ყავს ესენი ნათრევი ფინალში და ლამაზი გოლებიც შეუსრულა. იმედია ახლაც ვათრევთ, თუნდაც მესის გარეშე.
    მწვრთნელი კი აწუწუნდა იმ ერთი დღის გამო და თუ წააგო შეუძლია ამას დააბრალოს.

  • ბასქუ10
    schedule 15 იან 2021, 11:28
    #5

    მესი თუ ხოდზე იყო მერე კი დაგერხათ, თან მესიზე მეურვის მინიჭება თამაშის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია

  • BEQA BARCA
    schedule 15 იან 2021, 11:03
    #4

    ყველას უნდა რომ მესი არ იყოს და იმედი მაქ იქნება.

  • პედრი 16
    schedule 15 იან 2021, 10:15
    #3

    მგონი მოვიდა დრო პირველი თასი ავწიოთ ამსეზონში 😍 გუნდიც იხოდება ასეთუ ისე და იმედია სეზონის ბოლოს ლიგასაც ავწევთ ⚽️💜

  • alen halilovic
    schedule 15 იან 2021, 09:46
    #2

    ოო, მეტოქის განწყობა ესე უნდა იყოს, გვიფრთხიან, როგორც იქნა

  • M10 S9 D11
    schedule 15 იან 2021, 04:15
    #1

    არ ეშინია რაულ გარსიას ვაი ნეტა მესი ხოდზე იყოს შენი წკმუტუნი უნდა გავიგო ფინალში