ემილი რუსო: იყო ბრალდებები, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

ემილი რუსო: იყო ბრალდებები, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

 როგორც უკვე იცით, ემილი რუსო პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მან საარჩევნო საბჭოს კანდიდატობიდან მოხსნის დეკლარაცია წარუდგინა. 

 მიუხედავად იმისა, რომ რუსომ ხელმომწერების საჭირო რაოდენობა შეაგროვა, მის კანდიდატურას ტექნიკური მიზეზების გამო საფრთხე ემუქრებოდა, რადგან 500 ხელმოწერას საეჭვოდ თვლიდნენ.

 დღეს რუსომ კანდიდატობიდან მოხსნის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ საკუთარ შტაბში პრესასთან კომენტარი გააკეთა:

ჩვენ ვერ შევეგუებით ბინძურ ომს, კანდიდატისთვის უპირველესი ღირსება უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ თანამშრომლებს, პატიოსან ხალხს ამ საქმესთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ სასარგებლოდ კლუბის რთული მდგომარეომის შესამსუბუქებლად ვმუშაობდით, თუმცა იყო ბრალდებები, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.

-ციტირებს რუსოს სიტყვებს Mundo Deportivo

 ასევე ცნობილი ხდება, რომ ემილი რუსო ტონი ფრეიშასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ძალების გაერთიანების თაობაზე, თუმცა ეს მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

 შეგახსენებთ, “ბარსელონას” პრეზიდენტობისთვის ბრძოლას 3 კანდიდატი აგრძელებს, ეს კანდიდატები არიან: ჟოან ლაპორტა, ტონი ფრეიშა და ვიქრორ ფონტი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • ბასქუ10
    15 იან 2021, 10:50

    მაინც სულ ტყუილად წვალობდი,ლაპორტასთან 1% არ გაქვს შანსი

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    15 იან 2021, 00:17

    არა მოგიგონეს სპეციალურად.

  • M10 S9 D11
    14 იან 2021, 19:26

    გაჩერდი გამომივიდა ანგელოზი

  • C.PC5
    14 იან 2021, 19:03

    იიიიი კაი ერთი, თავის მართლება გცოდნია. არა ბებიაშენისამ არ გაგიყალბებია ხელმოწერები.

  • BEQA BARCA
    14 იან 2021, 18:43

    აზრი არ აქ. ლაპორტა მოიგებს მაინც.