ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პელე:”მესიმ 1283 გოლი უნდა გაიტანოს, ჩემზე უკეთესი რომ გახდეს”

პელე:”მესიმ 1283 გოლი უნდა გაიტანოს, ჩემზე უკეთესი რომ გახდეს”

ბრაზილიელ ფეხბურთის ლეგენდას პელეს, არ ესიამოვნა, როდესაც კიდევ ერთხელ ჰკითხეს, არის თუ არა არგენტინელი ლიონელ მესი უკეთესი ფეხბურთელი, ვიდრე თვითონ იყო: ” მესი პელეზე უკეთესია? ეს რომ სიმართლე იყოს, მან 1283 გოლზე მეტი უნდა გაიტანოს,” განაცხადა პელემ. პელეს  სწორედ, რომ 1283 გოლი აქვს გატანილი თავისი კარიერის განმავლობაში. 

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ასევე  კომენტარი გააკეთა ბრაზილიელ ნეიმართან დაკავშირებით: “ ის ნამდვილი ტალანტია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მისი კარიერა მესის კარიერას არ დაემსგავსება, რომელიც კლუბში მშვენივრად თამაშობს, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ვერაფერს ვერ აკეთებს.”

რამდენიმე დღის წინ დიეგო მარადონამ სწორედ ნეიმარი გააკრიტიკა: ” ნეიმარი ცუდადაა აღზრდილი, როგორც პელე. მესი საუკეთესოა და მას ვერავინ აჯობებს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში