workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ გაანადგურა ჟორდი ფარემ შეგროვებული ხელმოწერები

როგორ გაანადგურა ჟორდი ფარემ შეგროვებული ხელმოწერები

როგორც უკვე ცნობილია, ჟორდი ფარე “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად ვერ დარეგისტრირდება. ოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებში თავიანთ კანდიდატურას მხოლოდ ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი, ტონი ფრეიშა და ემილი რუსო წარადგენენ.

11 იანვრის წინასწარ კანდიდატებს კლუბისთვის მინიმუმ 2 257 ხელმოწერა უნდა წარედგინათ, რაც ჟორდი ფარემ ვერ მოახერხა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ფარეს თქმით, მან მხოლოდ 2 082 ხელმოწერა შეაგროვა. გავრცელებული ცნობებით, იმედგაცრუებულმა ჟორდიმ შეგროვებული ხელმოწერები “ბარსას” ოფისში მიიტანა, თუმცა კლუბისთვის არ წარუდგენია და ადგილზევე გაანადგურა.

კატალონიური betevé ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გაანადგურა ჟორდი ფარემ შეგროვებული ხელმოწერები.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • ბასქუ10
    schedule 13 იან 2021, 17:03

    ამის გამო მეორეთ რო დააპირებს აღარცერთი ხმა არ უნდა მიიღოს, რამხელა შეურაცხყოფაა გულშემატკივრისთვი ვინც მხარს უჭერდა ამის ნახვა

  • Messiah
    schedule 13 იან 2021, 06:07

    :დდდ ქართველი ოპოზიციონერია მოწოდებით

  • BEQA BARCA
    schedule 13 იან 2021, 01:43

    ციტატა: M10 S9 D11
    აბა ამას პრეზდენტად რა უნდოდა ტიპი პატივს არ სცემს იმ ხალხს ვინც ხელი მოუწერა ღირსი არაა ეხლა ეგ ხელმოწერები სათითაოდ გაუკეთონ უკან?


    კი ბატონო ზუსტად ეგრეა. გაუკეთონ უნდა.

  • M10 S9 D11
    schedule 13 იან 2021, 01:34

    აბა ამას პრეზდენტად რა უნდოდა ტიპი პატივს არ სცემს იმ ხალხს ვინც ხელი მოუწერა ღირსი არაა ეხლა ეგ ხელმოწერები სათითაოდ გაუკეთონ უკან?

  • C.PC5
    schedule 13 იან 2021, 01:09

    ფურცლებს მაინც რაღას აფუჭებდი😆 ბუნებას უნდა მოუარო ჯიგარო.