workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალური ინფორმაცია საპრეზიდენტო კანდიდატების ხელმოწერებთან დაკავშირებით

ოფიციალური ინფორმაცია საპრეზიდენტო კანდიდატების ხელმოწერებთან დაკავშირებით

“ბარსელონამ” საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი კანდიდატების მიერ შეგროვებულ ხელმოწერებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

ოფიციალური ინფორმაციით საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შანსს 4 ადამიანი ინარჩუნებს – ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი, ტონი ფრეიშა და ემილი რუსო.

წინასწარ კანდიდატებს კანდიდატად დასარეგისტრირებლად კლუბის წევრების 2 257 ხელმოწერის წარდგენა სჭრიდებოდათ. 9 წინასწარი კანდიდატიდან ეს მხოლოდ ოთხმა მოახერხა – ლაპორტა 10 272 ხელმოწერა, ფონტი 4 713, ფრეიშა 2 822 და რუსო 2 510.

ჩავი ვილაჟოანამ საჭირო რაოდენობის ხელმოწერა ვერ შეაგროვა, მაგრამ 1 968 ხელმოწერა მაინც წარადგინა. ჟორდი ფარემ, ლუის ფერნანდეს ალამ და პერე რიერამ შეგროვებული ხელმოწერები “ბარსელონას” ოფისში კი მიიტანეს, მაგრამ კლუბისთვის არ წარუდგენიათ, ადგილზე გაანადგურეს. რაც შეეხება აგუსტი ბენედიტოს, მას ხელმოწერები კლუბში არც კი მიუტანია.

შეგროვებული ხელმოწერების გადამოწმების პროცესი დღეს იწყება და ზეგ, 14 იანვარს დასრულდება. ამის შემდეგ ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ რომელი კანდიდატები განაგრძობენ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Don_Andresito
    schedule 12 იან 2021, 18:35

    ციტატა: Griezzy7
    კარგია ლაპორტას რომ კარგი მოწინააღმდეგე ყავს,, არ მოეშვება და მაქსიმალურს დადებს ყოველთვის


    ფონტი კიდე ახალგაზრდაა, მუდმივ ოპოზიციაში ეყოლება. თუ რამე შეცდომა დაუშვა დაცხებს. ჭირდება კარგი კონკურენტი რო არ მოდუნდეს და ფიცხი გადაწყვეტილებები არ მიიღოს როგორც სჩვევია ხოლმე.

  • ბასქუ10
    schedule 12 იან 2021, 17:31

    ლაპორტამ გაიმარჯვა უკვე ეჭვიც აღარ მეპარება

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 12 იან 2021, 16:16

    BEQA BARCA,
    რა თქმა უნდა უბრალოდ რაც უფრო მაღალია კონკურენცია ბრძოლაც გამარჯვებისთვის უფრო საინტერესოა.ვიდრე ერთ კონკურენტთან.

  • BEQA BARCA
    schedule 12 იან 2021, 15:33

    Nini,
    მეც ვფიქრობ რომ ჯობს. მარა ლაპორტა გაიმარჯვებს.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 12 იან 2021, 13:25

    C.PC5,
    რაც მეტ კონკურენტს დატოვებს გაღიმებულს ეგ არ ჯობს?

  • C.PC5
    schedule 12 იან 2021, 13:11

    ვინ იცის სულაც ორი კანდიდატი დარჩეს გადამოწმების შემდეგ😉🙄