კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელ ლიდერსა და კაპიტანს, ლიონელ მესის ლა ლიგაში 2010 წლის შემდეგ ყველაზე მეტი დრიბლინგი აქვს შესრულებული.
ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლა პულგას” მაჩვენებელი 1617-ს შეადგენს, რაც მეორეადგილოსნის შედეგს, რბილად რომ ვთქვათ, საგრძნობლად აღემატება.
აგრეთვე, მე-4 და მე-9 ადგილებზე “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელები – ნეიმარ ჟუნიორი და ანდრეს ინიესტა – იმყოფებიან.
აღსანიშნავია, ამ სიაში ვერ ვხვდებით კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც პრიმერა დივიზიონში 9 წელი გაატარა.
იხილეთ სრულად:
1. ლიონელ მესი – 1617
2. იკერ მუნიაინი (“ბილბაო”) – 607
3. ისკო (“რეალი”) – 527
4. ნეიმარი – 493
5. ევერ ბანეგა (“ვალენსია”, “სევილია”) – 465
6. ფაბიან ორელიანა (“სელტა”, “ვალენსია”, “ეიბარი”, “ვალიადოლიდი”) – 452
7. ხოაკინი (“ბეტისი”, “ვალენსია”, “მალაგა”) – 450
8. მარსელო (“რეალი”) – 430
9. ანდრეს ინიესტა – 426

აი აქაც რამხელა უპირატესობით ლიდერობს, ამ კაცის შესაძლებლობები შეუფასებელი და ულევია
ლეო რა ლეველზეა პროსტა😂
რონალდუ სულ საჯარიმოშია და ამ სიაში რომ ყოფილიყო გამიკვირდებოდა😀
რა დრიბლინგი უნდა გააკეთოს რონალდომ საჯარიმოში დევს კუნძივით
არაა გასაკვირი მაგი ამბავი. ტიპი ყველგან მიუწვდომელია, ძაან გასულია😎❤️
ბრაო მეფეს ბრაო ინიესტასაც და რა თქმა უნდა ნეისაც. ნეიმარმა მხოლოდ 4 წელი გაატარა და მაინც მოხვდა მოწინავე ადგილზე. ისკოს ყოფნა ცოტა არ იყოს გამიკვირდა რაც შეეხებს ინიესტას მართლაც ბრაო ნახ მცველია და თან მას გუნდში ნეიმარი მესი სუარეზი ჰყავდა რეალურად მისი საქნე დრიბლინგი არც იყო. სხვათაშორის თუ 2006 წლიდან ავიღებთ მესი პირველიზეა ხუაკინი მეორეზე და ინიესტა მესანეზე. აი რატომ მიყვარს ანდრეს ინიესტა და ლეო მესი რატომ არიან საუკეთესოოები