workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საპრეზიდენტო კანდიდატების ნაწილმა ხელმოწერები უკვე შეაგროვა

საპრეზიდენტო კანდიდატების ნაწილმა ხელმოწერები უკვე შეაგროვა

ESPN-ის ინფორმაციით, ამ მომენტისათვის პრეზიდენტობის კანდიდატებიდან მხოლოდ 2 მათგანს აქვს ოფიციალურად დასარეგისტრირებლად ხელმოწერათა შესაბამისი რაოდენობა შეგროვებული.

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ის ორი კანდიდატი ჟოან ლაპორტა და ვიქტორ ფონტი არიან. ხელმოწერების ზღვრული რაოდენობა კი 2257-ს შეადგენს. 

ტონი ფრეიშას განცხადებით, მას ხელმოწერები უკვე შეგრვებული აქვს და ოფიციალურ სახეს მცირე ხანში მისცემს. 

ზოგადი ცნობების მიხედვით კი, ჟორდი ფარე და ემილი რუსო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ბენედიტო და ვილაჯოანა კი ხელმოწერათა მობილიზების შანსს ისევ ინარჩუნებენ, შესაბამისად, მათი კანიდადატურებიც მომავალში განხილვას ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანავარს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • BEQA BARCA
    schedule 09 იან 2021, 20:44

    ლაპორტა გაიმარჯვებს მჯერა. პროსტო კონკურენცია იქნება დიდი.

  • C.PC5
    schedule 09 იან 2021, 20:18

    ლაპორტამ ხელმოწერებიც რა შუსტრად მოაგროვა😆 არჩევნებსაც მოაყომარებს❤️