workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორ ფონტის ინტერვიუ Sport-თან

ვიქტორ ფონტის ინტერვიუ Sport-თან

საარჩევნო კამპანიის მიწურულს ვიქტორ ფონტი განსაკუთრებით გააქტიურდა და ახლა ინტერვიუ Sport-თან ჩაწერა.

ვიქტორმა ტრადიციულად ჩავის შესახებ ისაუბრა და ასევე კლუბის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც მიმოიხილა.

“ჩავის მიმართ ჩვენნაირად ნდობა არავის გამოუცხადებია. ზოგი საუბრობს, რომ მას არ აქვს გამოცდილება და ჯერ B გუნდი უნდა გაწვრთნას, ზოგს კი იურგენ კლოპი ურჩევნია. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული ჩვენგანი თავის პროექტს ახსნის, განიხილავს და მის მიერ გაწეულ სამუშაოს არ უგულებელყოფს.”

“რაც შეეხება ზოგადად “ბარსელონას”, როგორც ესპანეთის მხარეს და მის განვითარებას, ეს გადაუდებელი საკითხია. ამის შესახებ ჩვენ აუდიტს მოვიწვევთ, განვიხილავთ Goldman Sachs-ის მოდელს და გაცნობის შემდეგ, რეფერენდუმის გზით გულშემატკივარი თავად გადაწყვეტს, თუ რამდენად მომგებიანი და სარფიანია ეს კლუბისათვის.”

“პირველი 12 თვის განმავლობაში პრიორიტეტი უბრალოდ კლუბის გადარჩენა იქნება. შემდგომში კი სესხები უნდა გადაიხედოს და წლიური ბიუჯეტი განისაზღვროს, რათა საწყისი სახელფასო ფონდი დავადგინოთ.”

ვიქტორ ფონტმა ასევე “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტის, სანდრო როსელის შესახებ ისაუბრა:

“ის არის ადამიანი, რომელსაც “ბარსას” სამყაროში უდიდესი გამოცდილება აქვს.”

მასთან შეხვედრის მიზანი უშუალოდ გაცნობითი იყო. მინდა, რომ სცოდნოდა, თუ ვინ ვართ. ის ყოფილი პრეზიდენტია და ჩვენი გაცნობა მნიშვნელოვნად ჩავთვალე.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • ბასქუ10
    schedule 09 იან 2021, 23:32

    ლაპორტა!

  • C.PC5
    schedule 09 იან 2021, 20:19

    ყველა მესის იყენებს ბერკეტად, ეს ცოტა უფრო ჭკვიანია და ჩავის ებღაუჭება.

  • BEQA BARCA
    schedule 09 იან 2021, 19:19

    ამას კაი გეგმები აქ. მარა ბართომეუ მგონია მე. ლაპორტა მინდა.