მოგეხსენებათ ბოლო დროს, გავრცელდა ინფორმაციები, რომ ჟეფრენ სუარესი ალექსის სანჩესის ტრანსფერში იქნებოდა ჩართული, რის შედეგადაც ახალგაზრდა ესპანელი “უდინეზეს” ფორმას მოირგებდა. როგორც “სუპერდეპორტე” იუწყება, ესპანური “ვალენსია” სწორედ “ბარსას” ამ ფეხბურთელით დაინტერესდა…
როგორც გამოცემა “სუპერდეპორტე” იუწყება, ხუაკინის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო, “ვალენსიას” მესვეურები საკუთარ გუნდში ჟეფრენ სუარესის გადაბირებას შეეცდებიან. მითუმეტეს, რომ “ვალენსია” 2011/12 წლებში “ჩემპიონთა ლიგაზე” გამოდის და მათ ასეთი ფეხბურთელი ნამდვილად არ აწყდენთ. თუმცა, პოცოს შემხედვარე, ამ ტრანსფერის განხორციელება შეიძლება მხოლოდ სურვილად დარჩეს.



