ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 იანვარს მოხდა.

თამაშები

7 იანვარს “ბარსელონამ” 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1934 წელი

“ბარსელონამ” ლა ლიგაში მე-100 თამაში ჩაატარა და პადრონისა და ვანტოლრას გოლებით “ოვიედო” 2-0 დაამარცხა.

1958 წელი

ლადისლაო კუბალამ “ბარსელონას” წერილი გაუგზავნა, რომლითაც აცნობა, რომ სურს, გუნდის მოთამაშე მწვრთნელი იყოს.

1995 წელი

“ბარსელონასთან” ერთად “რეალ მადრიდის” 5-0 დამარცხების შემდეგ მიკაელ ლაუდრუპი მადრიდულ გუნდში გადავიდა და სწორედ ამ დღეს ისევ 5-0 მოიგო, ამჯერად “სამეფო კლუბის” მაისურით.

2006 წელი

ესპანიოლთან” სტუმრად 2-1 მოგებულ შეხვედრაში ვიქტორ ვალდესმა ლა ლიგაში თავისი მე-100 თამაში ჩაატარა.

2013 წელი

ლიონელ მესიმ თავისი მე-4 “ოქროს ბურთი” მოიგო.

2015 წელი

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ იმ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დააანონსა.

2018 წელი

ლევანტესთან” 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ლა ლიგაში თავისი მე-400 თამაში ჩაატარა და თავი გოლითაც გამოიჩინა.

2019 წელი

ბარსელონას” ხელბურთის გუნდის მარცხენა შემტევი კასპერ მორტენსენი ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • ბასქუ10
    07 იან 2021, 15:44

    ბართომეუ და ჯანდაბა მაგას, გუნდი გაანადგურა მაგ სათვალიანმა ბებერმა

  • BEQA BARCA
    07 იან 2021, 11:44

    მომწონს ეს რუბრიკა ყოველდღიურად ვიგებ ინფოს ბარსას წარსულიდან….👍👍👍

  • C.PC5
    07 იან 2021, 11:42

    რა ცუდია ბართომეუ ჩვენი ისტორიის ნაწილი რომაა😒