Mundo Deportivo-მ “ბარსელონას” ოფიციალურ წევრებს შორის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც რონალდ კუმანის მომავალს ეხებოდა.
გამოკითხულთა 45.5% მიიჩნევს, რომ მწვრთნელის ბედი ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს (არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი). სხვა გულშემატკივრების 34.1% ჰოლანდიელ სპეციალისტს ენდობა და მიაჩნია, რომ 2022 წლამდე მისი პოსტზე დარჩენა მიზანშეწონილი იქნება, კუმანის მოწინააღმდეგეთა რიცხვი კი გაცილებით ნაკლებია – მწვრთნელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების ვარიანტს მხარი გამოკითხულთა 17.3%-მა დაუჭირა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, რონალდ კუმანი “ბარსას” ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მწვრთნელია, თუმცა ბოლო წლების მწარე გამოცდილებით გამოჩნდა, რომ მხოლოდ მწვრთნელების ცვლილება გუნდის მდგომარეობას არ შველის.



Magician,
ყველას თავისი აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით.ნუ სეზონის ბოლოს დავინახავთ შედეგს.ყველას ეგ გვინდა თუ გაამართლებს კუმანი იმედებს და უკეთესობისკენ შეცვლის სიტუაციას.რაც შეეხება სუარესის წასვლას კი ბატონო ადრე თუ გვიან უნდა წასულიყო მაგრამ ბრეითუეიტმა შეძლო მისი ჩანაცვლება თუ გრიზმანმა.ამიტომაც მე პირადად ვთვლი რომ სუარესის გაშვება დიდი შეცდომა იყო.
და როცა მწვრთნელი შედეგს ვერ დებს ჩააცივდა ტაქტიკას,ცვლილებებზე აღარაფერს ვამბობ,მაშინაც არ უნდა შეიცვალოს?უბრალოდ მის თუნდაც დროებით დატოვებას მგონი არანაერი აზრი არ აქვს.
მოდი, ვაღიაროთ, რომ კუმანს ძალიან რთული ვითარება დახვდა გუნდში. წავიდნენ გამოცდილი ფეხბურთელები, შესაბამისი ჩანაცვლება ვერ მოხდა და ამას დამატებული, გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ლაზარეთში არიან.
პირადად, მე, კუმანის მოსვლას მივესალმები, რადგან გუნდს, ასე თუ ისე, ახალი სისხლი გადაუსხა. ახალგაზრდები დააწინაურა და მომდევნო მწვრთნელს საქმე შედარებით გაუადვილა. მესმის, რთულია, სუარესის კალიბრის ფეხბურთელის გაშვება, მაგრამ ადრე თუ გვიან უნდა წასულიყო. კი, შეიძლება არ მოგვწონდეს მისი ახირებები, მაგრამ პოზიტიური ნიშნების დანახვაც უნდა შეგვეძლოს.
მოდი ვაცალოთ რა ამ კაცს ამ სეზონის ბოლომდე. თორწ იმდენჯერ შიცვალა მწვრთნელი საზიანოა უკვე. .
და როცა მწვრთნელი შედეგს ვერ დებს ჩააცივდა ტაქტიკას,ცვლილებებზე აღარაფერს ვამბობ,მაშინაც არ უნდა შეიცვალოს?უბრალოდ მის თუნდაც დროებით დატოვებას მგონი არანაერი აზრი არ აქვს.
Magician,
Namdvilad
მწვრთნელს რომელსაც თამაშის მიმდინარეობისას თამაშის გაძლიერება და გარდატეხის შეტანა ტრინკაოთი რო უნდა შეძლოს იქ რამის მოთხოვნა უკვე ზედმეტია ვინ ითხოვა და ვინ მოუყვანეს კოუ ის ქათამია რაც ბაიერნში წასვლამდე იყო გრიზი კიდე გარკვეული პერიოდის მერე ისე წავა ბარსადან არც ეცოდინება და ვერ მიხვდება აქ რას აკეთებდა ან ზოგადად რისთვის იყო ბრაითვაითი კი ფაქტობრივად ვერ არის დონე კლასი და რას მოსთხოვ დემბელე ტრავმა და ერთადერთი ფატი ურტყამდა კარში და იმასაც ტრავმა აქ.ამ ყველაფრიდან გამომდინა კიდე კუმანს დაბრალდეს ლა ლიგის ვერ მოგენა ან ლიგის მაგარი არასწორი მგონია თქვემ თვითონ ვერ ხედავთ რამდენიმე წლის უკან გუნდი რაიყო და ეხლა რა არის
კარგით რა რა გაშვება ტიპი მოვიდა და დაახვედრეს დაშლილი გუნდი ასე ტუ ისე ცოტა გამოასწორა სიტუაცია ვალვერდეს დაწყებული საქმე პლიუს სეტიენის გუნდი დაშალეს ბართომეუს მეთურობით და კუმანი მოვიდა და მესის დარჩენის რაღაცა იმედი მომეცა ჩატარდება არჩევნები მოვა ახლი პრეზიდენტი და დაიწყება ტრანსფერების გაკეთებაც და როცა იყიდიან ახალ ფეხბურთელებს თუ მერე ვერ ქნა ვერაფერი მაშინ უნდა გაუშვან ბოლო ბოლო მესის ინტერვიუ მაინც არ ნახეთ ვინც არუნდა მოვიდესო დაშლილი გუნდის აწყობა უნდა დაიწყოსო ხოდა ასეა თუ ისე კუმანი რაღაცნაირად ყვერებიანი ტიპია და პირველივე სეზონში თუარა მეორე ან მესამე სეზონზე წარმატებას მიაღწევს დამიჯერეთვინც არუნდა მოსულიყო ამ მდგომარეობაში მყოფ ბარსელონას ვერ გააცოცხლებდა უცებ ასერომ ჩემგან პირადად რესფექთ კუმანს და ველოდები მის წარმატებას
ლაპორტას მოსვლამდე თუ გაუშვეს კარგია, ლაპორტას მოუწევს არა ლეგენდის გაგდება, არამედ უმწვრთნელო გუნდისათვის კარგი სპეციალისტის შერჩევა
ამისთვის შესაფერისი დრო იქნება სუპერთასი, რადგან კუმანი მაგისი მომგები არაა
ანუ თუ მუნდოს მიერ გამოკითხულია F.C. Blaugrana_ში მომუშავე პერსონალი და არა მხოლოდ მატჩების მაყურებელი წევრები, გამოდის რომ კლუბის სასიკეთოთ 100 წლოვან გრანდში მხოლოდ 17 % მუშაობს. 45 % არაფრის მაქნისი (ნე რიბა ნე მიასა) ყოფილა, ხოლო ის დარჩენილი 34% წინასწარი შეცნობით ან გაუცნობიერებლად ზიანის მომტანი … მდაააა, პროცენტუული მაჩვენებელი შედეგის პირდაპირ პროპორციულია 😐
ჩემი აზრით უნდა დარჩეს, ისეთი განადგურებული გუნდი დაახვედრეს ამ გუნდით ასე ნახევარ სეზონში წარმატების მიღწევა ძალიან რთულია, კარგი ტრანსფერებიტ შეუძლია წარმატების მიღჭევა
მწვრთნელების ასე ხშირი ცვლა გუნდისთვის საზიანოა. შესაბამისად, მის დარჩენას, გარკვეული დროით, ვეთანხმები.
არც ენრიკე იყო დიდი სტატუსით მოსარგებლე. სელტადან მოიყვანეს ტიპი. ანუ გარისკეს და გაუარდათ რა. ტიპებს ტოპ მწვრთნელი არც მოუყვანიათ, ლიგა მოგებული ან ტოპ კლასის.ენრიკესაც უშვებდნენ სეზონის შუაში
წინააღმდეგი ვარ რომ დარჩეს და იმედია ახალი პრეზიდენტი მისი გაშვებით დაიწყებს.თუ ასე გააგრძელებს ჯიუტობას შედეგი არ დაიდება.დიდი ეჭვი მაქვს რომ გააგრძელებს.
ენრიკეს მერე არცერთი ნორმალური მწვრთნელი არ მოუყვანიათ, ამათ ისევ ვალვერდე ჯობს, სამივე სვარკის მიმდევარია თუმცა ვალიკოს სვარკას შედეგი ქონდა, ლალიგას იგებდა, კუმანს ყველაზე დიდი რესურსი აქვს კიკესა ვალვერდესთან შედარებით მარა რადგინდა
ეს სიჯიუტე რომ არ ჰქონდეს უკეთეს შედეგებს დადებდა მეც იმას ვფიქრობ რო ჯობია ახალმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს ამია ბედი ლაპორტა რო მოვა მიაკაჩავებს ამას სერიოზულად