წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 იანვარს მოხდა.
თამაშები
2 იანვარს “ბარსელონამ” 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1884 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჯეკ გრინვილი (სურათზე). მან კლუბის შემადგენლობაში, 1912-16 წლებში, 88 თამაშში 10 გოლი გაიტანა. “ბარსას” მწვრთნელი კი გრინვილი 1921-23 და 1931-33 წლებში იყო. ფეხბურთელობის დროს გრინვილმა 2-ჯერ კატალონიის ჩემპიონატი, ხოლო მწვრთნელობის დროს 2-ჯერ ესპანეთის თასი და 5-ჯერ კატალონიის ჩემპიონატი მოიგო.
1944 წელი
წლის პირველი “კლასიკო“, რომელიც “ესტადიო ჩამარტინზე” გაიმართა, “ბარსელონამ” 1-0 მოიგო. სტუმართაგან გოლი ხოსე ვალე მასმა 50-ე წუთზე გაიტანა.
1967 წელი
56 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მცველი რამონ საბალო. 1929-37 და 1944-45 წლებში მან “ბარსას” შემადგენლობაში 89 თამაში ჩაატარა 5 გოლი გაიტანა. “ბლაუგრანში” მან ერთხელ ლა ლიგა და 5-ჯერ კატალონიის ჩემპიონატი მოიგო.
1988 წელი
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ “ელ კლასიკოში” “რეალ მადრიდმა” 2-1 მოიგო. მასპინძელთაგან დუბლი უგო სანჩესმა შეასრულა, სტუმართაგან კი თავი ბერნდ შუსტერმა გამოიჩინა.
2011 წელი
ჩავიმ “ბარსელონას” მაისურით 549-ე თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მანამდე რეკორდსმენს, მიგელს გაუთანაბრდა.”ლევანტესთან” გამართული ის შეხვედრა “ბარსამ” პედროს დუბლით 2-1 მოიგო.
2013 წელი
იოჰან კრუიფმა კატალონიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ბოლო თამაში ჩაატარა. მისი გუნდი ნიგერიას ანგარიშით 1-1 დაუზავდა.
2016 წელი
ესპანეთის ჩემპიონმა “ბარსელონამ” “ესპანიოლთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში 0-0 ითამაშა. ამის გამო “ბარსამ” ლიდერობა “ატლეტიკოს” დაუთმო.
საინტერესოა
მომწონს❤❤❤
ძან კაია ასე განაგრძეთ