workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორია პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიცია ერიკ გარსიასთან დაკავშირებით

როგორია პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიცია ერიკ გარსიასთან დაკავშირებით

ერიკ გარსიას შეძენა “ბარსელონას” უკვე დიდი ხანია, სურს, ცენტრალურ დაცვაში გაჩენილი საკადრო პრობლემების ფონზე კი მისი დამატება კატალონიური კლუბის პრიორიტეტი გახდა. 

დროებითი მართვის კომისიას ტრანსფერებზე მუშაობა დამოუკიდებლად არ შეუძლია, ასე რომ, მოვლენების განვითარება მთლიანად ახალ ხელმძღვანელობაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც “ბარსას” სათავეში იანვარში მოვა. 

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტების ცნობით, გარსიას ტრანსფერთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიცია არაერთგვაროვანია. 

ვიქტორ ფონტს მიაჩნია, რომ ესპანელი მცველის ყიდვა ძალიან საჩქაროა და პოსტზე არჩევის შემთხვევაში ამას იანვარშივე გააკეთებს. 

ტონი ფრეიშას, ემილი რუსოს, ჟორდი ფარეს, ვილაჟოანასა და ფერნანდეს ალას ფეხბურთელი მოსწონთ, თუმცა სიჩქარის საფუძველს ვერ ხედავენ და აპირებენ, გარსია ზაფხულში, როცა ის “მანჩესტერ სიტის” დატოვებს, უფასოდ დაიმატონ. 

აგუსტი ბენედიტოს ამ საკითხზე პოზიცია არ დაუფიქსირებია, ყველაზე პოპულარული კანდიდატი, ჟოან ლაპორტა კი თვლის, რომ სატრანსფერო სამიზნეებზე წინასწარ ღიად საუბარი მიზანშეწონილი არ არის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 27 დეკ 2020, 19:36

    ბიჭო ამის მეტი დავიჯერო ვერ ნახეს ვერავინ თუ ჩვენ გვეკაიფებიან

  • AGU3RO
    schedule 27 დეკ 2020, 19:17

    ლაპორტა დამიბრუნეეთ !!

  • Albicelecte
    schedule 27 დეკ 2020, 14:02

    Memphis Depay,
    ჰააგი ერთის მხრივ ჰო, თუმცა გსათვალისწინებელია, რომ დაცვა როგორ უნდა გაგნებაში არაა, ცენტრი და შეტევა კი ბატონო!

  • Memphis Depay
    schedule 27 დეკ 2020, 13:46

    ციტატა: CHEPE
    კაროჩე 90% ლაპორტა იგებს არჩევნებს ძალიან გამოცდილია და ყველამ კარგად იცის რაც შეუძლია მაგ კაცს უბრალოდ ბართომეუსავით არიცის ფულის ტრიალი და ამიტომ არის სახიფათო რომ ფული არენანება და ვალებში შეუძლია გადავარდნა მაგრამ საჭირო ტრანსფერს აკეთებდა მუდამ და საჭირო მწვრთნელის მოყვანა იცის ამასავით მეძროხე და ბილბავიჩიკების კიარ მოათრევს


    კუმანს ჩაამთავრებინონ სეზონი უნდა. ისე კი ჰააგის ხილვა მაგრად მინდა ბარსელონაში მე პირადად.

  • Memphis Depay
    schedule 27 დეკ 2020, 13:35

    ციტატა: MALUMA
    ლაპორტა არის ბარსას ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი!
    გუარდიოლა არის ბარსას და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი!


    ზიზუს კიდე იხმარს თუ გადაეყარა ლიგაზე პეპი 😂

  • Albicelecte
    schedule 27 დეკ 2020, 13:31

    იგრძნობა პოლიტიკოსი smiley

  • Memphis Depay
    schedule 27 დეკ 2020, 13:01

    ციტატა: M10 S9 D11
    ვაფშე არაფერში ჭორდება ეს ბარსას ტიპი ზამენის ზამენაა სიტიში და ბარსას ძიროთადში რა უნდა ეს რო წესიერი იყოა გუარდიოლა გამოუშვებდა?


    ბევრი მცველი ჰყავს ცენტრში სიტის და მაგიტომ. ჯერ ახალგაზრდაა მითუმეტეს და მოუმატებს, ეგრე პიკე მანჩესტერში რამდენი წელი ხეხავდა სკამს გაითვალისწინე.

  • M10 S9 D11
    schedule 27 დეკ 2020, 12:52

    ვაფშე არაფერში ჭორდება ეს ბარსას ტიპი ზამენის ზამენაა სიტიში და ბარსას ძიროთადში რა უნდა ეს რო წესიერი იყოა გუარდიოლა გამოუშვებდა?

  • Memphis Depay
    schedule 27 დეკ 2020, 12:49

    პერსპექტიული იგროკია, მინდა ამის ტრანსფერი.