ცნობილი ლუდის კომპანია Budweiser “ბარსელონას” არგენტინელი კაპიტნის, ლიონელ მესის ბოლო მიღწევას ორიგინალურად აღნიშნავს.
როგორც უკვე ვიცით, მესიმ “ბარსელონას” მაისურით 644-ე გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი მოხსნა (ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით).
ამ ფაქტთან დაკავშირებით, Budweiser ორიგინალური დიზაინით ლუდის უნიკალურ ბოთლებს დაამზადებს, რომელზეც მესის წარწერა, მისი გოლის აღნიშვნა და გოლების ნომრებია დატანილი.
ლუდის ბოთლებს გაუგზავნიან იმ 160 მეკარეს, რომლებსაც მესიმ გოლი გაუტანა.
რა მაგარი მოფიქრებაა ვაიმე
ანუ ყველა მეკარეს თითო? ვინც მაგრად ასიამოვნა იმათ რა?!