როგორც კატალონიური გამოცემა “სპორტი” იუწყება, ესპანური “ერკულესის” ნახევარმცველი, კიკო ფემენია “ბარსელონაში” გადმოსვლასთან ახლოსაა…
“შემიძლია ვთქვა, რომ მე “ბარსასთან” უკვე ძალიან ახლოს ვარ. მე ძალიან მსურს ისეთ გრანდში გადასვლა, როგორიცაა”ბარსელონა” – ეს ჩემი ოცნებაა. მადლობა ღმერთს, რომ პროცესი არ გაჭიანურებულა”, – განაცხადა ფემენიამ.
აქვე გეტყვით, რომ ალიკანტელი ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ამიტომაც სავსებით შესაძლებელია მომავალი სეზონი მან ეუსებიო საკრისტანის “ბარსა ბ”–ში გაატაროს.


