“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატს, ვიქტორ ფონტს, სჯერა, რომ ჩავი ერნანდესის ფაქტორმა ლიონელ მესის კლუბში დარჩენის საკითხზე დიდი გავლენა უნდა იქონიოს. ვიქტორ ფონტი ჩავის სპორტული პროექტის ქვაკუთხედად მიიჩნევს და მთავარ პრიორიტეტად მის გუნდში მოსვლას თვლის.
Sport-თან ინტერვიუში ამის შესახებ მან ვრცლად ისაუბრა:
“დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი კონკურენტუნარიანი და გრძელვადიანი პროექტის არსებობის შემთხვევაში, რომელიც გულშემატკივარს იმედს ისევ ჩაუსახავს, ლიონელ მესის იქამდე შევინარჩუნებთ, სანამ ის კარიერას დაასრულებს. ვფიქრობ, რომ მისი გადმობირება შეგვიძლია.”
“ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე. წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს. “მესი-ბარსა”, “ბარსა-მესი”, ეს ორი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს სიტყვათშეთანხმება დიდხანს შევინარჩუნოთ.”
ფონტს ინტერვიუს დროს დიდ ტრანსფერებზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ამის საშუალებას მას კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა ფიზიკურად არ აძლევს. თუმცა მიიჩნევს, რომ ჩავის გუნდში მოყვანა მისთვის მხარის დასაჭერად აღსანიშნავი დაპირებაა.
“ჩავი იმ სპორტული პროექტის მთავარ ნაწილს წარმოადგენს, რომლის ჩამოყალიბებაც ჩვენ შევძელით და მომავალში სწორედ მის მოდელირებას ვგეგმავთ. მესისა და ჩავის კარგი ურთიერთობა დადებით გარემოებას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, მესი ჩავის სათავეში მოსვლას მხარს დაუჭერს. ის ბევრ დადებით თვისებას შემატებს.”
“ყველაზე რელევანტური საკითხი ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიაში არის ყველა სახის დამაბრკოლებელი სიტუაციიდან გამოსავლის გზა. როგორც ლიონელ მესის კლუბში დარჩენაზე, ისე “ბარსას” მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაზე. აქ არ არის საუბარი მწვრთნელზე ან კონკრეტულ სახელებზე, ეს არის სრულყოფილი პროექტი.”
ფონტმა დაადასტურა, რომ მას კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ჯერ ლეოსთან კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ სწორედ არგენტინელთან საუბარი იქნება პირველი ნაბიჯი, რომელსაც ის კლუბის კეთილდღეობისათვის გადადგამს, თუ 24 იანვარს პრეზიდენტად აირჩევენ.
ვიქტორი იაზრებს, რომ “ბარსელონა” ახლა ბანკროტის ზღვარზე იმყოფება და მესის კონტრაქტი, რომელიც სეზონში დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითვალისწინებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე მძიმედ შეიძლება აისახოს.
“მესი არის ადამიანი, რომელსაც “ბარსას” წარმატება ძალიან სურს. ლოგიკურია, რომ ისტორიაში საუკეთესო ფინანსურად ღირსეულად უნდა დაფასდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში აქცენტი უფრო მეტად წარმატებაზე კეთდება.”
“შემოსავალი და ხარჯი ერთ-ერთი წინაპირობა, რომელიც ჯერ კიდევ განსახილველია. არ არსებობს რეალური ვერსია, რომელზე დაყრდნობაც იქამდე შეგვეძლება, სანამ გულშემატკივარი ტრიბუნებზე დაბრუნდება. თუ ყველაფერი მშვიდობიანად განვითარდა, გვეცოდინება დაახლოებით რა ფარგლებში მოგვიწევს ლავირება და დავადგენთ ანაზღაურების მხრივ მაქსიმალურ ფინანსურ დონეს, რისი გაღებაც კლუბს შეუძლია.”
“ნათელია, რომ მესი “კულეა” და მას თანაგუნდელების მსგავსად, “ბარსა” ძალიან უყვარს. ის აქ 13 წლის ასაკიდანაა და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ღირებულებაზე მაღლა კლუბის სიყვარულს და კარიერულ წარმატებას აყენებს.”
ვიქტორ ფონტი ლეოს წასვლის ვარიანტს არც კი განიხილავს და ღმრად სწამს, რომ არგენტინელი ახალი ხელმძღვანელობისთვის მოსმენას არ იუარებს.
საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება, ამ მომენტისთვის კი ვიქტორ ფონტის მთავარ კონკურენტს ჟოან ლაპორტა წარმოადგენს.




ლაპორტა მირჩევნია მე პირადად…
ეს მეორე ივანიშვილია :დ
ჩემი აზრით ბლეფია ყველა ამის სიტყვა.ხან ერთს ამბობს და ხან მეორეს.არ მწამს ამ კაცის.ლაპორტა პრეზიდენტად!!!
რა მნიშნველობა აქვს ვინ მოვა, თუ მესი დახვდა გუნდში ავტომატურად ლეოზე დამოკიდებული გახდება და რომელ გრძელვადიან პროექტზეა საუბარი როცა ლეო რომც დარჩეს მაქსიმუმ 1-2 წელი ითამაშოს კიდე მაღალ დონეზე. მესის წასვლის მერე კი ისევვ ის არეულობა დაიწყება თავიდან რაც უკვე სახეზეა. ჩემი აზრით კუმანი სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს, Mთელი თავისი გამოცდილება უნდა მიუძღვნას პედრის ფატის არაუხოს დესტს და მათ განვითარებას. აუცილებელია როგორმე ტრინკაო აათამაშოს. თუნდაც მესი სკამზე დატოვოს ხოლმე ხანდახან. ფაქტია ადრინდელი მნიშნველობა არ აქვს მესი იქნება თუ არა სანამ ესე თამაშობს, წავაგებთ თუ მოვიგებთ, შედეგი მაინც უტიტულობა იქნება. ამიტო ეს წელი ახალგაზრდებს უნდა დაეთმოს. პუჩი ძირითადში, დანარჩენებთან ერთად, უნდა დაწინაურდეს მორიბა, ბალდე, აკომაჩი, აუდონ აქედან პიკემ პიანიჩმა ბუსიმ. ალბა სკამზე გადაჯდეს. ლიგაზე ითამაშონ ხოლმე მარა ლიგაზეც 2 თამაში დაგვრჩა მაქსიმუმ და მერე გამოვარდებით. ეს წელი უნდა დაეთმოს ახალგაზრდებს თუ გვინდა რო რამე გვეშველოს. უნდა მოამზადოს კუმანმა ეს ბიჭები მომავალი ლიდერობისთვის გუნდში. და როცა მოვა ჩავი, თუ მოვიდა საერთოდ, დახვდება საძირკველი რომელზეც ახალი ბარსა უნდა დაშენდეს. ვინც თვლის და ამბობს ხმების მოსაპოვებლად, ახალი ბარსა მესის გარშემო უნდა აშენდესო, უბრალოდ პოპულისტი და სი.რ.ია. როგორ უნდა ააშენო ახალი გუნდი 33-34 წლის კაცზე რომელსაც აღარ უნდა თამაში, რომელსაც გვერდით ნეიმარი სუარესი უნდა და არა ფატი და ტრინკაო. დაიმსახურა ამ კაცმა ყველაფერი ამ სამყაროში და თუ უნდა რო წავიდეს ხელი არ უნდა შეუშალონ.
პ.ს. ეს ჩემი აზრია და მესის ფანატიკოს გულშემატკივრებს თუ რამე არ მოსწონს კორექტულად დააფიქსირონ აზრი, ყველა ვინც უზრდელურად წერს, ან სხვის საფეხბურთო ცოდნას დასცინის და სხვა სპორტის ყურებას ურჩევს განსხვავებული აზრის გამო, იმათ თბილისის ყველაზე მაღალ წერტილზე ასვლას და იქიდან გამოქანებას ვურჩევ. კომენტარი ვერ დაგიწერია კაცს ვიღაც არ გადმოგიხტეს და მესის ისტორია არ გახსენოს თან ისე რო კომენტარსაც არ კითხულობს და აზრი ვერ გამოაქვს.
მესის დარჩენას რა აზრი აქვს, თუ ისევ ასეთი ხასიათით ითამაშა, მაგას ვერ ვხვდები. თუ არ უნდა თამაში, გაუშვით ეგ ბიჭი და ახალგაზრდებმა აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა. ჩავი როცა მოვა, მაგისთვის უკეთესი იქნება, თუ ახალი თაობა იქნება და მათ გამოზრდის. ყველაზე მცირე, მესის დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ აპრესინგებს, რაც "ბარსელონასთვის" უმნიშნველოვანესი კომპონენტია.
ლაპორტა თუარ აირჩიეს მეპირადად უკვე აღარ ვაპირებ ამათ ფაფხურის ყურებას ნერვები აღარამაქ და ეს ფონტი საერთოდ დასამარებს ბარსას ახალი სისხლი სჭირდება ბარსელონას მესის პატივსცემ მაგრამ მემგონი მომავლის ბარსელონას მესიზე აწყობა შეცდომა იქნება
ლაპორტა მირჩევნია
ANSU FATI 10,
თან რა დარწმუნებულია, მოგვისმენს და დარჩებაო…
არადა მინდა რომ ლეომ მშობლიურ გუნდში დაასრულოს კარიერა, სადღაც 41-43 წლის ასაკში
მესი აუცილებლად მოგვისმენს და დარჩებაო არადა ტიპი ალბათ უკვე ბარგს ალაგებს რომ მალე გაეცალოს აქაურობას ჰაჰა
მაქსიმალურად გაწელა არჩევნების ვადა ამ სულელმა ბებერმა.
მესი უნდა დატოონ და ნახირი უნდა გაუშვან გრიზმანას თამადობით
რა 100?! გარკვევით წერია, რომ 29 მილიონამდე იღებს
მაისურების გაყიდვას თუ ათვლიან, მისი ნომერით და მისი სახელით რაცაა, იქ თავისი პროცენტი ეკუთვნის, თუ 70 ლიმონის იყიდება, ესე იგი ბერად მეტი გაუყიდიათ და ნუ წუწუნებენ ფულზე
რა ჩაიხვია ამან ეს ხავი ვინმემ მაინც თქვას ბიჭო მცველს ვიყიდიო :დ
ლაპორტაზე უკეთ არავინ იცნობს ბარსელონას და მის შიდა სამზარეულოს, ზუსტად რო ეგ კაცი ამოგვიყვანს ჭაობიდან და წამოგვაყენებს ფეხზე.
ფონტი და ლაპორტა ცალსახად ფავორიტები არიან საპრეზიდენტო არჩევნებში. ფონტი ძალიან კარგი ვარიანტია ხავი ამ გუნდს ძალიან ჭირდება. არიან ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭები რომლებსაც სჭირდებათ ჭკვიანი მწვრთნელი რომელიც სწორ მონახაზს მისცემს და ხელს შეუწყობს მათ განვითარებას. ასევე მგონია რო ხავის მოყვანა მესის დარჩენის შანსებს გააორმაგებს. ასე რომ ჩემი ხმა ფონტს😅😅♥️