არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სერხიო ბატისტა იმედოვნებს, რომ მისი გუნდის თავდამსხმელი, ლიონელ მესი ამერიკის თასის გათამაშების მთავარი ვარსკვლავი გახდება, იტყობინება Ole.
ბატისტას სჯერა, რომ ლეო ყურადღების ცენტრში მოექცევა:” ყველა უყურებს მესის თამაშს, რადგანაც იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ჩენ გაგვიმართლა, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია და შევეცდებით მის მაქსიმალურად გამოყენებას. ვიმედოვნებ, რომ მესი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე იქნება,” დაასრულა სერხიო ბატისტამ.
ცნობისთვის მესიმ ამერიკის თასზე აქამდე ერთხელ, 2007 წელს ითამაშა და ფინალშიც გავიდა, სადაც მისი გუნდი ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა.