ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი: “ძალიან დამეხმარა გულშემატკივართა მხარდაჭერა”

აბიდალი: “ძალიან დამეხმარა გულშემატკივართა მხარდაჭერა”

კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი მცველი, ერიკ აბიდალი “უეფას” ოფიციალურ საიტს გაესაუბრა. მან გასული სეზონის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები გაიხსენა…
ფრანგმა ფეხბურთელმა “უეფასთან” საუბრისას, განვილილი წლის მოვლენები გაიხსენა. ყველაფერი სიმსივნიდან დაწყებული პუიოლის იმ შესანიშნავი ჟესტით დამთავრებული, რომელსაც მხოლოდ ისეთი გუნდის კაპიტანი გააკეთებდა, რომელიც მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბი. “ეს პერიოდი ჩემს კარიერაში ძალიან რთული გახლდათ. თუმცა ხალხი მე გვერდით დამიდგა. მე მათგან ვგრძნობდი მხარდაჭერას, რაც ბრძოლაში ძალიან დამეხმარა. მარტივი არ იყო, მაგრამ როგორც იტყვიან, “ბარსელონა” მეტია ვიდრე კლუბი. ეს არის დიდი ოჯახი და მე ეს ყველაზე მეტად ამ პერიოდში ვიგრძენი.”

ყველა სირთულისდა მიუხედავად, აბიდალმა ექიმებისა და მის გვერდით მდგომი პირების დახმარებით, მოახერხა და გადალახა ეს სირთულე, რის შემდეგაც ყველასგან მოულოდნელად მოედანზე აღმოჩნდა … და თან “ჩემპიონთა ლიგის” 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაში. “რთული პერიოდი იყო, თუმცა მე ნამდვილად მინდოდა თამაში. 3 მაისს ბევრი არ მითამაშია, მხოლოდ 2 წუთი, თუმცა ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. მე ვიგრძენი, რომ ეს მეორე გამარჯვება გახლდათ. პირველი ის, რომ “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში გავედით და მეორე ის, რომ მე მოედანზე დაბრუნება მოვახერხე”, – განაცხადა ერიკმა.
თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ ამ მოვლენებმა მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს. “ამ ყველაფრის შემდეგ, მე ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. ძალიან მნიშვნელოვანია,ცხოვრებაში ყოველი წამით ისიამოვნო. მენტალურად, ამჟამინდელი აბიდალი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე 2 თვის წინანდელი…’

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში