”არსენალის” ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი სავარაუდოდ ”ბარსელონაში” მიმდინარე ზაფხულს ვერ გადავა.
კატალონიურ კლუბს არ შეუძლია გადაიხადოს ”არსენალის” მიერ მოთხოვნილი 48 მილიონი ფუნტი. ”ბლაუგრანას” ხელმძღვანელებს ამ ტრანსფერისთვის 30 მილიონი აქვთ გამოყოფილი. ფეხბურთელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არავითარი მოლაპარაკება უახლოეს მომავალში არ იქნება, რადგან სესკს ინგლისურ კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი აქვე გაფორმებული, რაც უსიტყვოდ ”არსენალს” დიდ უპირატესობას ანიჭებს.
ამავე წყარო გვამცნობს, რომ შესაძლოა ეს ზაფხული უკანასკნელია, როცა ფაბრეგასს ”ბარსელონაში” გადასავლა შეუძლია.



