workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრე ვილაშ-ბოაში: ფიფამ 10 ნომრიანი მაისური ყველა გათამაშებიდან უნდა ამოიღოს

ანდრე ვილაშ-ბოაში: ფიფამ 10 ნომრიანი მაისური ყველა გათამაშებიდან უნდა ამოიღოს

ფრანგული “მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა, Mirror-თან ინტერვიუში დიეგო მარადონას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. 

“მარადონა, დიახ, ეს მძიმე ამბავია. ჩემი აზრით, ყველა გუნდში, ყველა შეჯიბრზე, ფიფამ 10 ნომრიანი მაისურები უნდა გააუქმოს. ეს საუკეთესო დაფასება იქნებოდა, რასაც ჩვენ მისთვის შევძლებდით. ის მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი დანაკარგია.”,

– განაცხადა პორტუგალიელმა. 

დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ლეგენდარული ფეხბურთელი გუშინ გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Jackboys
    schedule 26 ნოე 2020, 22:08
    #10

    ჰო, მოდი ფეხბურთში ყველაზე უნიკალური ნომერი ამოვიღოთ ხმარებიდან, კარგი აზრი ჩანს joy

  • Barca_MNS
    schedule 26 ნოე 2020, 21:20
    #9

    ციტატა: Lasha71
    რა სიბეცეა! პელე რომ მოკვდება მერე რას ამოიღებთ? ჩესას? ყიფიანი ნაკლები გაზანების ფეხბურთელი იყო?
    მესი? ჯერ დაფიქრდი და მერე ილაპარაკე!


    სად მარადონა სად ყიფიანი. ტალანტს არავინ ადარებს მაგრამ არ შეიძლება ადგე და ყიფიანი დაუყენო მარადონას. ნუ გემოვნების ამაბზე დავიდვართ ბოლოს მაგაზე არ გედავები. მარამ რანგით მარადონამდე შორია.

  • Lasha71
    schedule 26 ნოე 2020, 21:01
    #8

    რა სიბეცეა! პელე რომ მოკვდება მერე რას ამოიღებთ? ჩესას? ყიფიანი ნაკლები გაზანების ფეხბურთელი იყო?
    მესი? ჯერ დაფიქრდი და მერე ილაპარაკე!

  • Barca1899
    schedule 26 ნოე 2020, 17:30
    #7

    უდიდესი ფეხბურთელი,რომელიც კლუბს ტოვებს და იციან ესეთი დონის ფეხბურთელები იშვიათად იბადებიან სწორედ მაშინ უნდა ამოიღონ ის ნომერი და არა გარდაცვალების შემდეგ. ნაპოლის თავიდროზე,უნდა ამოეღო 10ნომერი. ბარსას 14 ნომერი რომ ამოეღო კარგი იქნებოდა კრუფის საპატივცემულოდ. რაც შეეხება 10 ნომერს რონალდინიოს ღირსეული გამგრძელებელი ყავდა მესის სახით❤ მესის შემდეგ უნდა გაუქმდეს ბარსელონაში 10ნომრიანი მაისური ჩემისუბიექტური აზრით.

  • Konrad de la Fuente
    schedule 26 ნოე 2020, 17:24
    #6

    ციტატა: El pistolero 9
    ეს უკვე ზედმეტია ჩემი აზრით.თან ფეხბურთს მარადონაზე დიდი ათიანიც ყავს (ეს ჩემი სუბიექტური აზრია).


    სუბიექტური კი არა ეგ რეალობაა ძმაო, მესი მარადონაზე დიდი ფეხბურთელია. რაცარუნდა უყვარდეთ არგენტინელებს და ნეაპოლელებს, რეალურად მესიმ უფრო მეტი მისცა ფეხბურთს და რაც დრო გავა ამას ბევრი აღაირებს. ლეოსნაირი სტაბილური და სრულყოფილი არ იყო მარადონა, მითუმეტეს პიროვნულადაც თავმდაბალი და გაწონასწორებულია. ანუ იმედია სწორად გაიგებს ხალხი. მარადონა როგორც ფეხბურთელი უდიდესი იყო, მარა პიროვნულად არავინ აქებს მას.

  • me da barca
    schedule 26 ნოე 2020, 17:20
    #5

    რეებს ბჟუტურებს ეს სულელი.

  • Konrad de la Fuente
    schedule 26 ნოე 2020, 17:19
    #4

    ისე როცა ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან მაშინ ხდება მისი დაფასება ვიდრე სიცოცხლეში, ფაქტია ეს. ისე კი ის ხალხი ვისაც მარადონა მესის ურჩევნია, მის თამაშზე გაიზარდნენ და რათქმაუნდა ვერ გაამტყუნებ ვერანაირად. მაგალითად წლები რო გავა ვინცარუნდა იყოს მესიზე უკეთ არ გვეყვარება. მათთვის მეორე მარადონა აღარ დაიბადება, მარა ფაქტია მესიმ აჯობა. ნუ ალბათ ძაან შორს წავალთ ამ ლაპარაკით, მაგრამ მგონია რო კარიერას როცა დაამთავრებს მესი ალბათ ყველაზე პირველი იქნება, იმიტო რო უნიკალური და სრულყოფილია. აგრეთვე ღირსეული პიროვნებაა და მისაბაძი.

  • C.PC5
    schedule 26 ნოე 2020, 17:17
    #3

    ამის ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ კრუიფი რომ მოკვდა მას მერე 14 ნომერი არავის უნდა ჩეცვა.ბაზარი არაა მარადონა უდიდესი ლეგენდა იყო,მარა ცხოვრება ასე ადრე თუ გვიან ყველა მოკვდება და ასე ვერ მივყვებით და ყველა ნომერს ვერ ამოვიღებთ ხმარებიდან.

  • El pistolero 9
    schedule 26 ნოე 2020, 17:16
    #2

    ეს უკვე ზედმეტია ჩემი აზრით.თან ფეხბურთს მარადონაზე დიდი ათიანიც ყავს (ეს ჩემი სუბიექტური აზრია).

  • M10 S9 D11
    schedule 26 ნოე 2020, 17:14
    #1

    იდი ნა მორე რაა მაგას თუ გააკეთებს ფიფა მაგათზე შტერი ორგანიზაცია არ იარსებებს